Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი სახელმწიფო ღალატის საქმეზე დააკავეს


ვადიმ სალტიკოვსკი
ვადიმ სალტიკოვსკი

მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი და პლეხანოვის უნივერსიტეტის პროფესორი ვადიმ სალტიკოვსკი 25 სექტემბრამდე დააკავა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით - ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახურმა TASS-ს განუცხადა.

ბრალდებების დეტალები არ გავრცელებულა.

სახელმწიფო ღალატის მუხლით გათვალისწინებული საქმეები, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა განიხილება. სალტიკოვსკის სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

სალტიკოვსკი სხვადასხვა წლებში რუსეთის წამყვან უნივერსიტეტებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. მის შესახებ ინფორმაცია ახლახან ზოგიერთმა უნივერსიტეტმა ვებსაიტიდან წაშალა.

სალტიკოვსკი 2003-დან 2006 წლამდე მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში, შემდეგ კი იყო პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, სპეციალიზებული აზერბაიჯანსა და დსთ-ს ქვეყნებზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG