Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2025 წლის პირველ 6 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 216 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ფოტოზე ასახულია თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა 2023 წლის 13 ოქტომბერს
ფოტოზე ასახულია თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა 2023 წლის 13 ოქტომბერს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ 6 თვეში 2 860 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან ივლისამდე 216 ადამიანი დაიღუპა და 2 816 დაშავდა. გარდაცვლილთაგან 79 ქვეითად მოსიარულე იყო, 14 ბავშვი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების თითქმის ნახევარი, 1369 შემთხვევა თბილისში მოხდა. დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი 50-ია.

რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა იმერეთში ფიქსირდება - 316 ავარიას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს მონაცემების მიხედვით, ორჯერ მეტია ავტომობილის შეჯახების შემთხვევები ქვეითად მოსიარულეზე [917 შემთხვევა, 79 გარდაცვლილი, 819 დაშავებული], ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევები მოტოციკლის მონაწილეობით [ 454 შემთხვევა, 8 გარდაცვლილი, 427 დაშავებული].

ფორუმი

XS
SM
MD
LG