Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ახალ პიკს მიაღწია დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვმა


მაშველებს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გააქვთ რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად კიევში დანგრეული სახლიდან. 2025 წლის 31 ივლისი
მაშველებს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გააქვთ რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად კიევში დანგრეული სახლიდან. 2025 წლის 31 ივლისი

2025 წლის ივლისში უკრაინაში ახალ პიკს მიაღწია სამოქალაქო მოსახლეობაში ომით გამოწვეულმა მსხვერპლმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, ივლისში უკრაინაში დაიღუპა 286 და დაიჭრა 1388 სამოქალაქო პირი, რაც 2022 წლის მაისის შემდეგ ერთ თვეში დაღუპულთა და დაჭრილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წინა, 2024 წლის ივლისთან შედარებით მსხვერპლთა რიცხვი 22,5%-ითაა გაზრდილი.

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, მსხვერპლთა რიცხვი ძირითადად, გაზრდილია ფრონტის ხაზის გასწვრივ მდებარე იმ რაიონებში, რომლებსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს.

2025 წლის ივნისთან შედარებით ივლისში განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის მიერ ავიაბომბების გამოყენების შედეგად დაღუპულთა(67) და დაჭრილთა(209) რიცხვი. ივნისში ავიაბომბებით დარტყმის შედეგად 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 80 დაიჭრა.

2005 წლის ივლისში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის 40% გამოწვეული იყო შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების დარტყმით, მათ შორის კიევში, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკში. 24% დაიღუპა და დაიჭრა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად.

2025 წლის ივლისში უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლთა 98% დაფიქსირებულია მთავრობის მიერ კონტროლირებულ რაიონებში - 18 ოლქში და დედაქალაქ კიევში.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2024 წლის 24 თებერვლიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით დაიღუპა 13 883 და დაიჭრა 35 548 სამოქალაქო პირი.

გაეროს მონიტორინგის მისიას ანგარიშებში შეაქვს მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები. რეალურად მსხვერპლი გაცილებით მეტია.



ფორუმი

XS
SM
MD
LG