Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის კუნძულ ზმეინისთან შესაძლოა ჩამოვარდა რუსეთის გამანადგურებელი Su-30SM


საილუსტრაციო ფოტო. Su-30SM
საილუსტრაციო ფოტო. Su-30SM

14 აგვისტოს, საღამოს, ჯერ ომის მომხრე რუსული სოციალური არხებით და შემდეგ უკრაინის სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია კავშირის დაკარგვაზე ორადგილიან გამანადგურებელ Su-30SM-თან, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიაციას ეკუთვნის.

კავშირი დაიკარგა უკრაინის კუნძულ ზმეინისთან ახლოს - ეს კუნძული საერთაშორისოდ გახდა ცნობილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალე.

Su-30SM-თან კავშირის დაკარგვიდან საათების გასვლის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ბლოგერები და არხები წერდნენ, რომ თვითმფრინავი ან ჩამოაგდეს, ან ტექნიკური მიზეზებით განიცადა კატასტროფა, ხოლო პილოტები დაიღუპნენ. ზღვის ზედაპირზე აღმოჩენილია გამანადგურებლის ნამსხვრევები. ამ წყაროთა ცნობებით, ეკიპაჟის ძებნის ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG