Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა რუსეთის მხარეს ბრძოლისას დაღუპული CIA-ს მაღალჩინოსნის შვილის ლენინის ორდენი უიტკოფს გადასცა


21 წლის მაიკლ გლოსი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მაღალჩინოსნის, ჯულიან გალინა გლოსის ვაჟი, 2024 წლის აპრილში უკრაინაში დაიღუპა რუსეთის არმიის მხარეს ბრძოლის დროს.
21 წლის მაიკლ გლოსი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მაღალჩინოსნის, ჯულიან გალინა გლოსის ვაჟი, 2024 წლის აპრილში უკრაინაში დაიღუპა რუსეთის არმიის მხარეს ბრძოლის დროს.

მას შემდეგ საბოლოოდ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების 15 აგვისტოს ალიასკაში შეხვედრის ფაქტი, პუტინმა სპეციალური ჯილდო გადასცა რუსეთში ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს. ის გასულ კვირაში კრემლში მართავდა შეხვედრებს უკრაინაში ომის დასრულების გზებთან დაკავშირებით.

პუტინის მიერ უიტკოფისთვის გადაცემული ჯილდო ეკუთვნის 21 წლის მაიკლ გლოსს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მაღალჩინოსნის, ჯულიან გალინა გლოსის ვაჟს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ის 2024 წლის აპრილში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.

ინფორმაციას პუტინის მიერ გლოსის ლენინის ორდენით დაჯილდოების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტრამპი პუტინთან შეხვედრას აპირებს მას შემდეგ, რაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი მოსკოვს ეწვია.

ალასკის სამიტი, თუ ის გაიმართება, ტრამპსა და პუტინს შორის პირველი პირადი შეხვედრა იქნება ამერიკის პრეზიდენტის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. აშშ არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, რომელმაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

დანამდვილებით არ არის ცნობილი, რა პირობები წამოაყენა რუსეთმა ომის დასასრულებლად. პოლონური გამოცემა Onet-ის ცნობით, მოსკოვი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას (და არა სამშვიდობო შეთანხმებას), თუ ომში მოპოვებული მისი ყველა მიღწევა ფაქტობრივად აღიარებულ იქნება და სანქციების უმეტესობა მოიხსნება. სავარაუდოდ, არ ყოფილა საუბარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებაზე ან იმის გარანტიებზე, რომ ის ნატოში არ შევა. უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვამ პოლონელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საეჭვო უწოდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG