Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასკაში დასრულდა ტრამპის და პუტინის შეხვედრა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ალასკაში. 2025 წლის 15 აგვისტო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ალასკაში. 2025 წლის 15 აგვისტო

ორსაათ-ნახევარში დასრულდა ალასკაში მიმდინარე შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. სამიტზე, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ტრაექტორია და ევროპის უსაფრთხოების ბედი, ლიდერები ერთმანეთს სამი-სამზე ფორმატით შეხვდნენ.

ტრამპის მომხრეები აშშ-ის პრეზიდენტს წარმოაჩენენ სერიოზულ მომლაპარაკებლად, რომელსაც შეუძლია იპოვოს ომის დასრულების გზა - ტრამპი თავად გამოდიოდა დაპირებით, რომ ამას სწრაფად შეძლებდა. პუტინისთვის ტრამპთან სამიტი წარმოადგენს შესაძლებლობას ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც რუსეთის მიზნებისთვის იქნებოდა სასარგებლო, დაბლოკავდა კიევის მისწრაფებას ნატოში და საბოლოო ანგარიშით, უკრაინას მოსკოვის ორბიტაზე დააბრუნებდა.

სამიტის შემდეგ დაგეგმილია ტრამპის და პუტინის პრესკონფერენცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG