საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 602 445 (17,09%) ამომრჩეველი მივიდა.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია. პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს. 64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.
თბილისში დღეს 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებით „დღეს არის დიდგორი, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.
შსს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს „შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში“. სხვა შემთხვევაში, „კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 275 948 (7,85%) ამომრჩეველი მივიდა.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია. პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს. 64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.
ფორუმი