Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს


გიორგი ჩახუნაშვილი ხვდება შვილს საპატიმროს დატოვების შემდეგ
გიორგი ჩახუნაშვილი ხვდება შვილს საპატიმროს დატოვების შემდეგ

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ექიმი, 71 წლის გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილი გამთენიისას გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო, 20 000 ლარი გადაიხადა.

დროებითი მოთავსების იზოლატორი მან გამთენიისას დატოვა.

ოჯახმა, მოქალაქეების დახმარებით, გირაოს თანხა მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში შეაგროვეს.

"დიდი მადლობა თანადგომისთვის... იმდენად სწრაფად ირიცხებოდა, რომ ძლივს მოვასწარი გაჩერება და წაშლა ანგარიშის", - დაწერა ფეისბუკზე ექიმის შვილმა, კოტე ჩახუნაშვილმა და მამის გათავისუფლების ვიდეოც გაავრცელა.

10 ოქტომბერს, გვიან ღამით, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებულ ექიმს გირაო, ხოლო მასთან ერთად სასამართლო სხდომაზე მყოფ კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მულაძეს პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი ჩახუნაშვილს პროკურატურა ედავებოდა 4 ოქტომბრის აქციაზე „სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას“ და „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას“.

გიორგი ჩახუნაშვილი ორი დღის წინ, საკუთარ სახლში დააკავეს, დაკავებმადე კი მის სახლში კლინიმალურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა:

„არ ვეთანხმები [წარდგენილ ბრალს]. მივყვები [პოლიციას]. არაფერი გულდასაწყვეტი არ არის. გასაგებია. სამშობლო მიყვარდა დღემდე. დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება“...

71 წლის პროფესორი, პედიატრი და ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი გიორგი ჩახუნაშვილი ერთ-ერთია იმ 46 ადამიანს შორის, რომელიც პოლიციამ 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავა და ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც გირაოთო გაათავისუფლეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG