ერთ-ერთი მსხვერპლი იყო რონენ ენგელი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს კიბუც ნირ ოზზე თავდასხმის დროს მოკლეს. ის ოჯახის დასაცავად დაიღუპა. მისი მეუღლე და ორი ქალიშვილი მძევლად აიყვანეს და იმავე წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.
მეორე იდენტიფიცირებული ცხედარი 30 წლის ტაილანდის მოქალაქე სონტაი ოაკჰარასრია. ის 2023 წლის 7 ოქტომბერს კიბუც ბეერიში მოკლეს და მისი ცხედარი ღაზაში გადაიტანეს. ოაკჰარასრის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა ისრაელის არმიამ 2024 წლის მაისში.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ჰამასი ვალდებულია ისრაელს გარდაცვლილი მძევლების 28 ცხედარი დაუბრუნოს. დაჯგუფებამ 13 ცხედარი დააბრუნა.
19 ოქტომბერს ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ღაზაზე და შეწყვიტა იქ ჰუმანიტარული დახმარების შეშვება. არმიამ აცხადებს, რომ მის სამხედროებს თავს დაესხნენ და ჰამასმა ზავის პირობები დაარღვია. ჰამასმა განაცხადა, რომ სამხედროებზე თავდასხმის შესახებ შესახებ არაფერი იცის.
ისრაელმა და ჰამასმა 9 ოქტომბერს ხელი მოაწერეს აშშ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმებას, რომლის პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმის საპასუხოდ. ჰამასის მეთაურობით შეტევას ისრაელის სამხრეთში ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
 
 
 
 
 
ფორუმი