ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს მთავრობამ გენერატორები უკრაინას ადრეც გაუგზავნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 6 იანვარს განაცხადა, რომ 1.5 მლნ ლარად შეძენილი საქართველოდან გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი უკრაინაში უკვე ჩაიტანეს.
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში გენერატორები მას შემდეგ გაგზავნა, რაც უკრაინის ელჩის მოვალეობის იმჟამინდელმა შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ გენერატორები საქართველოს ხელისუფლებას 1 თვის ადრე სთხოვეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.
უფრო ადრე უკრაინაში ჩაიტანეს სამოქალაქო აქტივისტების მიერ შეგროვილი თანხით ნაყიდი სამასზე მეტი გენერატორი.
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად ადგილზე ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების პრობლემები აქვს.
ფორუმი