მიქაძეს და მისი დაცვის სამსახურის უფროსს ედავებიან იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებასა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე“, - თქვა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
იმის გამო, რომ დავით მიქაძე საქართველოში არ იმყოფება, მას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ.
დავით მიქაძეს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წაყენებული:
- ლევან ჯანგველაძის საქმეზე ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
- გარდა ამისა, რამდენიმე თვეში მას ბრალი წაუყენეს ჯანგველაძის საქმეში ჩართული ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძისთვის მუქარის გამო.
ფორუმი