"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ჰერმესის“ მუხათგვერდის სასაფლაოს ზედამხედველი საქართველოს მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ მუხათგვერდის სასაფლაო ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და კანონით გარდაცვალების ცნობის გარეშე საფლავის გასხვისება არ შეიძლება, დაჰპირდა, რომ გარდაცვალების ცნობის გარეშე, საკუთრებაში გადასცემდა მუხათგვერდის სასაფლაოზე მდებარე სამადგილიან საფლავს და დაუმზადებდა საფლავის მოწმობას, რომელშიც ჩაიწერებოდა ხსენებული მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუის მონაცემები, რომ თითქოს საფლავის ტერიტორიაზე უკვე დასაფლავებული იყო აღნიშნული პირი და გაკეთდებოდა შესაბამისი წარწერა, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 4600 ლარის გადახდა", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება ამბობს, რომ მოქალაქემ საფლავის უკანონოდ მისაღებად ორ ნაწილად გადაიხადა თანხა - პირველ ჯერზე 2 100 ლარი, მეორე ჯერზე. 2 500 ლარი და მან საფლავის მოწმობა 14 ნოემბერს მიიღო.
სუსი ამბობს, რომ მესაფლავის წინააღმდეგ საქმეშია აუდიო- და ვიდეომტკიცებულებები.
ფორუმი