ამის შესახებ გამოცემა The Sunday Times-ს ინტერვიუში უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიზანია შეწყდეს "ოქროს ბილეთის" მიღების პრაქტიკა თავშესაფრის მაძიებელთათვის და შეჩერდეს უკანონო მიგრაცია, რომელიც "ქვეყანას ნაწილებად ხლეჩს".
ახალი წესებით, ბინადრობის მოწმობის მიღების ვადა 20 წლით - ანუ ევროპაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით - განისაზღვრება ქვეყანაში არალეგალური გზით ჩასული მიგრანტებისთვის, ხოლო 10 წელი დაწესდება დიდი ბრიტანეთში ახალი კანონიერი პროგრამებით ჩასული ლტოლვილებისთვის.
მაჰმუდის თქმით, ხელისუფლების მიზანია ქვეყნის გაერთიანება და საზღვრებზე კონტროლის აღდგენა.
დიდი ბრიტანეთის გეგმა დაეფუძნა დანიაში გატარებულ რეფორმებს - იქ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 40-წლიან მინიმუმამდე შემცირდა, და განაცხადების 95 პროცენტს უარს ეუბნებიან, წერს The Sunday Times.
ფორუმი