5 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდებოდა ვაცლავ ჰაველს - ჩეხ დრამატურგს, პოლიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, აღმოსავლეთ ევროპის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ფიგურას. ამ თარიღს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ როგორც ჰაველის სამშობლოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამ ფოტოგალერეაში იხილავთ ჰაველის ორი მეგობრის, ფოტოგრაფების, ბოჰდან ჰოლომიჩეკისა და ტომკი ნემეცის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებულ სურათებს, რომლებიც დისიდენტისა და ინტელექტუალის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს.
ვაცლავ ჰაველი მეგობრების ფოტოობიექტივში

1
38 წლის ვაცლავ ჰაველი ჩრდილოეთ ბოჰემიის სოფელ ჰრადეჩეკში, სადაც მის ოჯახს აგარაკი ჰქონდა.

2
ჰაველი თავის პირველ ცოლთან, ოლგასთან ერთად (სურათი გადაღებულია ჰრადეჩეკში, 1974 წელს). ოლგა ჰავლოვა, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა, დისიდენტი და ჰაველის თანამებრძოლი იყო.

3
ჰაველები მეგობრებთან, იან და კარლა ტრიშკასთან ერთად (1975 წლის ზაფხული).

4
1975 წელი, ჰრადეჩეკი.

5
მეგობრები და მსახიობები ემზადებიან ჰაველის ერთ-ერთი პიესის კითხვისთვის.

6
ჰაველი სტუმრების მისაღებად ემზადება (ჰრადეჩეკი, 1975 წელი).

7
ჰაველის პიესა "აუდიენციის" სამოყვარულო დადგმა, რომელშიც თავად ავტორიც მონაწილეობდა (1976 წელი).

8
ვაცლავ ჰაველი პრეზიდენტობის პირველ დღეებში (სურათი გადაღებულია პრაღის კრემლად წოდებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში, 1990 წლის 25 თებერვალს).

9
ვაცლავ ჰაველი ხალხის წინაშე გამოსვლისას, პრაღის კრემლში. პრეზიდენტი ეს-ეს არის, დაბრუნდა აშშ-დან, სადაც სიტყვა წარმოთქვა კონგრესში.

10
ჰაველი როკ-მუსიკის დიდი მოყვარული იყო. 1990 წლის 18 აგვისტოს გადაღებულ ამ ფოტოზე ის ესაუბრება ანსამბლ "როლინგ სტოუნზის" წევრებს - ვოკალისტ მიკ ჯაგერს, მედოლე ჩარლი უოტსსა და გიტარისტ კით რიჩარდსს (მარცხნიდან მარჯვნივ). იმ დღეს "როლინგ სტოუნზმა" პირველი კონცერტი გამართა პოსტკომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში.