არგენტინის ნაკრებთან განცდილი მარცხით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გამოეთხოვა ქალაქ გლოსტერს, სადაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ორი მატჩი ჩატარა. ჯგუფის პროგრამით გასამართი მომდევნო ორი შეხვედრა "ბორჯღალოსნებს" კარდიფსა და ექსეტერში ელით. რომაელების მიერ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში დაარსებული ქალაქი გლოსტერი დღეს 125 ათას მოსახლეს ითვლის. ის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე საპორტო ქალაქია და ზღვასთან არხების სისტემა აკავშირებს. საქვეყნოდ არის ცნობილი მისი დიდებული ტაძარი, რომელიც XI-XV საუკუნეებში აშენდა. გთავაზობთ სარაგბო მოტივებით გაზავებულ ფოტორეპორტაჟს გლოსტერიდან.
მშვიდობით, გლოსტერო!

1
თუ გლოსტერში არ ყოფილხართ, მაგრამ ეს ტაძარი გეცნოთ, ესე იგი ნანახი გქონიათ "ჰარი პოტერი". ამ კინოფილმის ზოგიერთი ეპიზოდი სწორედ ამ ტაძარშია გადაღებული.

2
გლოსტერის ტაძრის სამხრეთი ფრთა: წმიდა პეტრე და პავლე და ოთხი მახარობელი.

3
გლოსტერის ქუჩები ამ დღეებში რაგბით ცხოვრობს.

4
გლოსტერის ქუჩები ამ დღეებში რაგბით ცხოვრობს.

5
გლოსტერის ისტორიული დოკები, რომლის გარემონტებულ და ინტერიერგადაკეთებულ შენობებში ოფისები და ფეშენებელური აპარტამენტები მოეწყო.

6
ისტორიული დოკების კიდევ ერთი ხედი.

7
ჩემპიონატის ფანზონაც ისტორიული დოკების ტერიტორიაზეა მოწყობილი.

8
თამაშის დღეებში ფანზონაში მუდამ ხალხმრავლობაა.

9
სარაგბოდ მორთულ-მოკაზმული სანაგვე ურნა.

10
დროშები, დროშები, დროშები ჩქარა! (1)