ინგლისში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ჩასატარებელი დარჩა ერთი მატჩი: 7 ოქტომბერს "ბორჯღალოსნები" ნამიბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენები თავიანთ ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და მსოფლიოს მომავალი, 2019 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ. მაგრამ დავით კაკაბაძის ეს ფოტორეპორტაჟი რაგბის არ ეხება. ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი შვილის, უილიამ შექსპირის მშობლიურ ქალაქში, ეივონის სტრატფორდში ჩასულმა აღმოაჩინა, რომ ცხოვრებაში რაგბიზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს.
დაისვენეთ რაგბისგან, მიირთვით ნამცხვარი!

1
დაისვენეთ რაგბისგან, მიირთვით ნამცხვარი!

2
უილიამ შექსპირის სამეფო თეატრის ერთ-ერთი სცენა გედის სახელს ატარებს.

3
გედებს სტრატფორდში მართლაც ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით: წყალზე...

4
...ჰაერში...

5
...თუ რკინაში.

6
1564 წელს ამ სახლში დაიბადა კაცი, რომელმაც თავის პატარა ქალაქს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.

7
შექსპირი აქ ყველგან არის...

8
...ბანერებზე...

9
...აბრებზე...

10
...თუ სასეირნო კატერებზე.