Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს, რომელთა ანგარიშებიც დააყადაღეს


წინა დღეს შვიდი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაადეს ყადაღა - რასაც ისინი პოლიტიკურ დევნასა და განსხვავებული აზრის ჩახშობას უკავშირებენ.
წინა დღეს შვიდი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაადეს ყადაღა - რასაც ისინი პოლიტიკურ დევნასა და განსხვავებული აზრის ჩახშობას უკავშირებენ.

50-ზე მეტი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს კოლეგებს იმ შვიდი ორგანიზაციიდან, რომელთა საბანკო ანგარიშებს „საბოტაჟის“ საქმის ფარგლებში დაადეს ყადაღა.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა“, - აცხადებენ ისინი.

ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც „ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის“.

„ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათ ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა“, - წერენ ორგანიზაციები.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

  • „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ;
  • მათი საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა.
  • არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე“.

ყადაღა შვიდ ორგანიზაციას

27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.

პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან, „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.

ეს ორგანიზაციებია:

  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
  • „დემოკრატიის მცველები“;
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
  • „საფარი“;
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).

ვინ უცხადებს მათ სოლიდარობას?

28 აგვისტოს, 11:20 საათისათვის, ასეთია მათი მხარდამჭერი 52 ადგილობრივი ორგანიზაციის ჩამონათვალი:

  1. "პრევენცია პროგრესისთვის" (PFP) / Prevention for Progress (PFP)
  2. "სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის" (CMF)
  3. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
  4. "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC)
  5. "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი"
  6. "სამოქალაქო იდეა"
  7. "მედიის განვითარების ფონდი" (MDF)
  8. "ევროპის ფონდი"
  9. "საქართველოს ევროპული ორბიტა"
  10. "საქართველოს მომავლის აკადემია"
  11. "უფლებები საქართველო"
  12. "მედიაომბუდსმენი"
  13. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR)
  14. "თბილისი პრაიდი"
  15. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"
  16. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI)
  17. "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" ("სოვლაბი")
  18. "ყვარლის ევროკლუბი" / EuroClub Kvareli
  19. "სტუდია მონიტორი"
  20. "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI)
  21. "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი" (EGI)
  22. ონლაინ გამომცემლობა "პუბლიკა"
  23. "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS)
  24. "ბათუმელები"/"ნეტგაზეთი"
  25. მედიასახლი "სამხრეთის კარიბჭე"
  26. "ინდიგო"
  27. “აი,ფაქტი”
  28. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკო"
  29. "მედია აპრილი"
  30. "საქართველოს სასამართლოს გუშაგი"
  31. რადიო “მარნეული”
  32. "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი"
  33. "შშმ ქალთა ალიანსი"
  34. "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი"
  35. "მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი"
  36. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
  37. "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"
  38. "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (EECMD)
  39. "მედიაკლუბი"
  40. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" (HRC)
  41. "ღია სივრცე კავკასია"
  42. ახალგაზრდული ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის"
  43. "ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"
  44. "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" (GCRT)
  45. "მწვანე ალტერნატივა"
  46. "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი"
  47. "ადამიანის უფლებათა ცენტრი"
  48. "დემოკრატ მესხთა კავშირი"
  49. "ტოლერანტი"
  50. "ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი"
  51. "მედია ცენტრი კახეთი"
  52. "სათემო განვითარების ცენტრი".

ფორუმი

XS
SM
MD
LG