მერიის თანამშრომელმა $16 ათასი აიღო სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად - "ფინანსური პოლიცია"

დაკავებულია ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

„ფინანსურმა პოლიციამ“ და პროკურატურამ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს თბილისის მერიის თანამშრომელი - საქმე 16 000 აშშ დოლარს უკავშირდება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ დაკავებულია თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

ჯერ მისი ვინაობა დაუზუსტებელია - მისი ინიციალებია მ.გ.

გამოძიების ვერსიით, ის მოქალაქეს დაჰპირდა სახელმწიფოს, კერძოდ კი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას;

ამაში მან მოითხოვა და მოქალაქეს გამოართვა 16 000 აშშ დოლარი, - „რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“.

მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ფინანსური პოლიცია“ წერს, რომ საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება „დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“.

ასევე ნახეთ

TI: შიდა ბრძოლას ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას, თუმცა წლებია, „ოცნება“ კორუფციაშია ჩაფლულიღარიბაშვილის გათეთრებული მილიონები? - რა კითხვებს აჩენს გამოძიების საჯარო პოზიციაღარიბაშვილის დეკლარაციებში „ყალბი მონაცემები“ ვერ დაინახა ანტიკორუფციულის ხელმძღვანელმა. რატომ?მინისტრის მოადგილის საქმე: 9 ბრალდება, 8,5 მილიონი გათეთრებული ლარი და 117 მოწმელილუაშვილის მეგობარი ექსმაღალჩინოსანი, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღძრეს, საზღვარგარეთაასაქმე აღძრეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ ყოფილ მაღალჩინოსან ტაბიძეს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღების ტენდერების საქმეზედააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი, რომელიც პოსტზე ქარსელაძის მინისტრობისას მუშაობდა - საქმე „ლაგი კაპიტალს“ ეხება