მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
შვიდი წლის ბიჭი, რომელსაც, წალენჯიხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, როგორც ბავშვი ჰყვებოდა, დედამ და ბებიამ სცემეს, დაკბინეს და სასიმინდეში ჩაკეტეს, ახლა მამასთანაა.
61 წლის ცარო ოშაყაშვილმა ნოემბერში პროევროპულ აქციებზე გაიცნო 29 წლის არჩილ მუსელიანცი, რომელსაც არც მშობლები და არც გამზრდელი ჰყავდა. ცარო მას შემდეგ მისი აქტიური მხარდამჭერია: აქციებზე არჩილის ფოტო უჭირავს, უგზავნის წერილებს, რეგისტრაცია გაუკეთა ციხეში გამოცდებზე და მისი უფლებების დაცვაზე ზრუნავს
უკვე რამდენიმე შემთხვევა გასაჯაროვდა, როცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ და საქართველოში უწყვეტ პროტესტს გულშემატკივრობენ, ქუჩაში უცნობი ადამიანები ესხმიან თავს, ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.
საქართველოს პარლამენტში შესულია საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვით, ყველა უმაღლეს სასწავლებელში, სახელმწიფოშიც და კერძოშიც, ბაკალავრიატის საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო უნდა გახდეს.
ალიმენტის გადახდა არავის უხარია. თუ გაიაზრებ, რომ ეს შენი არასრულწლოვანი შვილის სარჩოა და არა შენი ყოფილი მეუღლის სარჩენი ფული, წესით, ყველაფერი უნდა დალაგდეს. თუმცა საქართველოში ეს ყოველთვის ასე არ ხდება. უფრო პირიქით.
საქართველოში ქალები 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ სახლის დალაგებაზე, რეცხვაზე, საჭმლის მომზადებაზე, ბავშვის თუ მოხუცის მოვლაზე, ვიდრე კაცები. აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე, ყოველწლიურად, 3 მილიარდი საათი იხარჯება. აქედან 85% (2,5 მილიარდი საათი) სწორედ ქალების დროა.
“თბილისის წიგნის ბაზრობა” აპრილში და “თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი” მაისში - წიგნის მოყვარულებს წელს ერთის ნაცვლად ორჯერ ექნებათ „ექსპო ჯორჯიაში“ წიგნის შესაძენად მისვლის და ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა.
თბილისის 197-ე საბავშვო ბაღში მისულ თამთა ჯანაძეს თავისი შვილების ჯგუფის შესასვლელთან დახვდა „ანონიმური ყუთი“, რამაც ის ჯერ გააკვირვა, შემდეგ კი გააბრაზა. ბაღში გასაბრაზებელს ვერაფერს ხედავენ, მათთვის ეს მხოლოდ მშობლებთან კომუნიკაციის და უკუკავშირის, მათ შორის კრიტიკის მიღების ერთ-ერთი გზაა.
“შუშანიკი” - მოთხრობილი თამთა მელაშვილის მიერ, იაკობ ხუცესის მოთხრობის მიხედვით” - ეს სიტყვები წაუმძღვარა გამომცემლობა “ზოლიანმა კატამ” წიგნს, რომელიც ბავშვებს ზღაპრის ენით მოუთხრობს მეხუთე საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს, “შუშანიკის წამებას”.
25 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიის წინ გამართეს.
21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია აღნიშნავს გზავნილით „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“. თუმცა მშობლები ამბობენ, რომ 2025 წელს, მათი მთავარი საფიქრალი მხარდამჭერი პროგრამების გადარჩენაა.
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული პროგრამის და სტენდის მოსამზადებლად და ასევე, ლიტერატურული ღონისძიების ჩასატარებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 226 425 ლარი დაიხარჯა - ამ თანხიდან ნახევარზე მეტი 119 363 ლარი მონაწილეების მგზავრობასა და ლონდონში ცხოვრებაზე დაიხარჯა.
ბოლო სამი თვეა პროტესტი მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არ იგრძნობა. ადამიანები არცთუ იშვიათად, მარტო, ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით დგანან ავტობუსის გაჩერებებზე, მგზავრობენ მეტროში და ასე ცდილობენ მიიტანონ თავიანთი სათქმელი სხვებთან.
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია უკვე 16-ჯერ დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით. მისი ჯარიმების საერთო ჯამი 80 000 ლარია, თუმცა ნიკა ნარსია ამ თანხის გადახდას არ აპირებს. არც აქციებზე სიარულის შეწყვეტას. პოლიცია ხან მასთან მიდის სახლში საჯარიმო ქვითრით, ხან ურეკავენ და ისე აჯარიმებენ.
7 მარტს, ქართველმა კომედიანტმა და სცენარისტმა მიშა ანდღულაძემ პროკურატურას საჩივრით მიმართა და მოითხოვა, ჰააგაში მასზე მომხდარ თავდასხმაში დაზარალებულად ცნობა და უსაფრთხოების მიზნით, დაცვის დანიშვნა.
ასი დღეა რუსთაველი გადაკეტილია - ხალხით ივსება თბილისის მთავარი გამზირი - ადგილი, რომელიც წლებია ყველა პროტესტის მთავარი მიზიდულობის წერტილია.
„დე, არ იდარდო, მე კარგად ვარ“, - ასე იწყება ან მთავრდება დედებისათვის ციხიდან გამოგზავნილი წერილების უმრავლესობა.
ამ სტატიის გმირები აღწერენ გზას, რომელსაც დაკავებულები გადიან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ციხემდე ან პირდაპირ სასამართლოს საკნებამდე.
ფოლკლორის ცენტრის თანამშრომელს, სალომე ცისკარაულს, სხვა არაერთი საჯარო მოსამსახურის მსგავსად, აცნობეს, რომ 31 დეკემბრიდან ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.
ჩამოტვირთე მეტი