30 წლის წინ, ბალკანეთში ომის დროს ბოსნიელმა სერბებმა გენერალ რატკო მლადიჩის მეთაურობით, ქალაქ სრებრენიცაში, რომელიც დღევანდელი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე მდებარეობს, 8 372 ბოსნიელი მუსლიმი დახვრიტეს. ეს იყო ყველაზე მასობრივი მკვლელობა ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ისრაელის ჯარი მერვე დღეა ირანის ატომურ და სამხედრო ობიექტებს ბომბავს. მსოფლიო კი ელოდება, რას გადაწყვეტს აშშ - ჩაერთვება თუ არა ის კონფლიქტში? სწორედ ამერიკა ფლობს ისეთ უძლიერეს ავიაბომბებს, რომლებსაც შეუძლია მისწვდეს ირანის მიწისქვეშა ბუნკერებს.
2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის საფეხბურთო კლუბები ერთმანეთს ეთამაშებიან; ხოლო ნაკრების მეტოქეთა მწირ სიაში შედიან ზამბია, გრენადა, კუბა, ბელარუსი, ბრუნეი თუ ერაყი - მხოლოდ ისინი, ვინც თამაშზე უარს არ ამბობს.
რუსი ჩინოვნიკები და დეპუტატები „არატრადიციული“ სათამაშოების წინააღმდეგ ირაზმებიან - საბავშვო ბაღებში მხოლოდ „სწორი სათამაშოები“ უნდა მოხვდეს.
10 წლის წინ მოსკოვში მოკლული რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის ოჯახმა Current Time-ს გაუზიარა პირადული ვიდეო, რომელშიც ნემცოვის დედა შვილს იგონებს.
25 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მიმართა წინადადებით, რომ შეიცვალოს რუსეთის ბირთვული დოქტრინა და რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეეძლოს იმ შემთხვევაშიც, თუ მის საზღვარს მასობრივად გადაკვეთენ ფრთოსანი რაკეტები, დრონები და სხვა მფრინავი ობიექტები.
ბავშვების მილიტარიზაცია უცხო ფენომენი არაა ბელარუსისთვის, მაგრამ 2020-იანი წლების შემდეგ ეს განსაკუთრებით გავრცელდა რუსეთის მოკავშირე ქვეყანაში.