რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლის გამო, ხულიგნობის მუხლით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს, ბრალის წარდგენას ახლა იზოლატორში ელოდება.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის პრემია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა.
სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - ეს ის ძირითადი დანაშაულებია, რომლებსაც გამოძიება 4 ოქტომბრის საქმეებზე დაკავებულ 41 ადამიანს ედავება.
31 წლის მკლავჭიდელი ქალის, ხატია ვიბლიანის ნაცემი მოზარდის ოჯახი სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემას სთხოვს.
თბილისის აეროპორტში ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით დაკავებული 19 წლის ბრიტანელი ბელა მეი ქალი შვილს დეკემბერში ელოდება. ოჯახს იმედი აქვს, რომ მას მშობიარობა ციხეში არ მოუწევს და მანამდე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების დასრულებას მოახერხებს. ბელა მეის ახლობლები გიროს თანხას აგროვებენ.
დავით გოგობერიშვილი, გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი, რომელმაც პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის შემდეგ თანამდებობა დატოვა, 7 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე, გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ისანში, საცხოვრებელი კორპუსის ძირში, სათამაშო მოედანზე, მეზობლებმა სამი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანის, ცხედარი აღმოაჩინეს. შსს დღემდე დუმს იმის შესახებ, თუ რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება - იყო ეს თვითმკვლელობა თუ მკვლელობა.
ტრაგედია მოხდა თბილისში - საცხოვრებელი კორპუსის 22-ე სართულიდან ოჯახის სამი წევრი გადმოვარდა. პოლიცია ჯერჯერობით ვერ ამბობს, რა მოხდა, მეზობლების მონაყოლი კი ბევრ კითხვას ბადებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს რამდენიმე აქტივისტი ძალადობაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. საჩივარი პროკურატურაში დღეს, 3 ოქტომბერს შევიდა.
საქართველოში დასაქმებული სუროგატი დედების თანხების მითვისების ფაქტზე სამართალდამცავებმა დააკავეს კომპანია შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი. კომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელს, უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკოს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
„ნინი დიდია, 5 წლისაა. დედა კარგად ახსოვს, კითხულობს, ენატრება. წუხელაც მთხოვა მისი ფოტო. უმცროსი ორის გახდა, დედას ხშირად ახსენებს, დედა ინდა, დედა ინდა... ასე იცის თქმა“, - ასმათ მეტრეველმა, სასტიკად მოკლული 25 წლის ქალის დედამ, სასამართლოს დარბაზში მოისმინა მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
უცხოელი სუროგატი დედების საქმეზე, ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარე გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly Georgia-ს გენერალური დირექტორი, თბილისში ახალ სააგენტოს ხსნის.
15 წლის მოზარზე ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელი, ხატია ვიბლიანი, რომელსაც 17 სექტემბერს მოსამართლემ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა, ბულგარეთში იმყოფება. ის მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც ქალაქ ალბენაში იმართება.
„ჩემ გარშემო ბევრს აქვს კოვიდი“, „ალბათ, კოვიდია, ისე ცუდად ვარ“, „რამდენდღიანია ეს ვირუსი?“ - ბოლო პერიოდია სოციალურ ქსელში იმატა პოსტებმა და კომენტარებმა, რომლებშიც რესპირაციული ვირუსით დასუსტებული ადამიანები ეჭვობენ, რომ კოვიდი აქვთ და ერთმანეთს აფრთხილებენ თავი დაიცვან.
ნინო დათაშვილი, მასწავლებელი, რომელსაც სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა ედება ბრალად, 8 სექტემბერს სასამართლოს სხდომაზე ვერ მივიდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თქვა, რომ ქალი პროცესს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო ვერ დაესწრებოდა.
62 წლის მიხეილ ლეშკაშელს, კაცს ლაბადითა და ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც პოლიციამ 2 სექტემბერს, მათი განცხადებით, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დააკავა, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით დაკავებულმა 19 წლის ბრიტანელმა ბელა მეიმ, რომელიც 27 კვირის ორსულია, შესაძლოა, საპატიმრო მალე დატოვოს. ამ ალბათობის შესახებ 2 სექტემბერს გამართული სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
მომღერალ ირმა კურტანიძეს, რომელიც საზოგადოებაში ხატია წერეთლის ფსევდონიმითაა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 28 აგვისტოს, სხვა 11 ქალთან ერთად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
22 წლის ქმრის, ლუკა გერსამიას მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, 25 წლის თეკლა გერსამიას, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ჩამოტვირთე მეტი