რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლისას დაიღუპა 32 წლის უკრაინელი მსახიობი იური ფელიპენკო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ბოლო ორი დღეა განიხილავენ იმ ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეებს, რომელთა წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება შსს-მ ფეისბუკის სტატუსების გამო წამოიწყო.
გასულ კვირაში, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო, როგორც ცალკე სტრუქტურა, აღარ არის საჭირო და ის სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს უნდა შეუერთდეს.
საქართველოში დასაქმებული ქალების 27% და კაცების 18% ამბობს, რომ სამსახურში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ასეთია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოკვლევის შედეგები.
ბოლო 15 თვეში საქართველოში 229 ბავშვი გახდა სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი, მათგან 43 გააუპატიურეს, 6 - მხოლოდ აპრილში.
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია, ბავშვთა სიღარიბე, სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება, ბავშვთა უფლებების უგულებელყოფა ისევ მნიშვნელოვნად გამოწვევად რჩება.
28 მაისს ზუსტად ექვსი თვე შესრულდა რუსთაველზე, ყოველდღიური პროტესტის, პროევროპული აქციების დაწყების დღიდან. ამ დრომდე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.
„დედა ტირის... დედა ტირის“, - 2 წლის სოფია პირზე აფარებს ხელს დედას, კალთაში უძვრება და თან შეწუხებული იმეორებს - „დედა ტირის, ნუ ტირის დედა“.
პროევროპულ აქციებზე "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ამბობენ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მათი ანგარიშების დაყადაღება დაიწყო. ბოლო დღეებია, ისინი ანგარიშების დაბლოკვის შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებენ.
საქართველოს პროკურატურამ ოთხ არასრულწლოვანს წარუდგინა ბრალი 16 მაისს გორში ჯგუფურად ცემის ფაქტზე. დაზარალებულებიც არასრულწლოვანები არიან.
მაისის მზიან დილას ჰაიკინგი ორი ახალგაზრდა ქალისთვის ცუდად დასრულდა. სვეტა და ლიზა, რუსეთის მოქალაქეები, თბილისის შემოგარენში ძაღლთან ერთად სეირნობისას ძალადობის მსხვერპლები გახდნენ.
პირველ აპრილს თბილისში, მშვიდობის ხიდთან გაუჩინარებული 21 წლის აითაჯ მამედოვას ბიძა, რასულ ომაროვი, რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ 14 მაისს მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ცხედარი აითაჯ მამედოვას ეკუთვნის.
18 წლის ბელა მეი ქალი (Bella May Culley), ბრიტანეთის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი 5 მაისის შემდეგ ტაილანდში ეძებდა, პოლიციამ თბილისის აეროპორტში 11 მაისს დააკავა, დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით.
18 წლის ბიჭის მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
„რატის ბარი“, რომელშიც 11 მაისს, გამთენიისას, 18 წლის ალეკო შაკიაშვილი მოკლეს, დაკეტილია. ბარათაშვილის 2 ნომერში, ბარსა და მის მახლობლად, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში, სოფელ გავაზში, გადაასვენეს.
„ჩემი შვილის თვითმკვლელობის პირველივე დღეებიდან ვიგრძენი, რომ გამომძიებლები ამ საქმეს უყურადღებოდ ეკიდებოდნენ“, - 39 წლის სოფიომ* ვერ მიაღწია იმას, რომ გამომძიებელმა მისი შვილის ტელეფონსა და კომპიუტერში დარჩენილი ინფორმაცია შეისწავლოს.
„არ შემიძლია ლაპარაკი, ბოდიში“ - მხოლოდ ეს თქვა სასამართლოს სხდომათა დარბაზში 34 წლის თემურ ყარალაშვილმა, რომელმაც 2024 წლის 12 ნოემბრის ღამეს, ცოლს სამი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ცეცხლი წაუკიდა. მეძუძურმა დედამ თითქმის ერთი თვე იცოცხლა და 10 დეკემბერს, შუადღისას, კლინიკაში გარდაიცვალა.
სუროგაციით დაბადებული ერთ წლამდე ბავშვის მიმართ "გარყვნილი ქმედების" ჩადენაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიებაა დაწყებული. პოლიციას 2 აპრილს ბავშვის ძიძამ, როგორც თვითმხილველმა, მიმართა.
13 წლის ნიკოლოზის სახლთან უამრავი ადამიანი ირევა. იქ იმ დროს მოვხვდით, როცა მის პანაშვიდზე თანაკლასელები, მეგობრები, მასწავლებლები მიდიოდნენ.
ჩამოტვირთე მეტი