ჟურნალისტს, რომელიც ნიღბიანებმა 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს და სასტიკად სცემეს, სამართალდარღვევისთვის ასამართლებენ. საქმის აბსურდულობას ნათელი ე.წ. მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავმა და ფაქტობრივი შეცდომებით სავსე ჩვენებებმა მოჰფინა.
"გამაშიშვლეს", "ჯიბეებში დამიწყეს ხელის ფათური", "ადვოკატი არ შემოუშვეს", "ვიდეო არ გადამაღებინეს", "ტელეფონი წამართვეს", - ეს იმ დემონსტრანტების სიტყვებია, რომლებსაც პოლიციამ სახლებში მიაკითხა და ჩხრეკა ჩაატარა. და რა არის ჩხრეკა? რისი უფლება აქვს პოლიციას და რისი - მოქალაქეს?
პროკურორ ნუგზარ ჭიტაძეს ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტის, 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ.
თუკი საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო პოლიციის ყურადღების ქვეშ აღმოჩნდით, ეს ტექსტი თქვენთვისაა. აგიხსნით, რა უფლებები გაქვთ, თუ პოლიცია სახლის კარზე მოგიკაკუნებთ და გეტყვით, რომ მაგალითად, გზის გადაკეტვის გამო 5 ათასი ლარით გაჯარიმებენ.
ამ სტატიაში ვიხსენებთ იმ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლემ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა და ვსვამთ კითხვებს - არის კი რაიმე განსხვავება ამ საქმეებსა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეს შორის?
დღეს, 30 იანვარს საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების, 21 წლის მათე დევიძისა და 44 წლის ანატოლი გიგაურის საქმეების არსებითი განხილვა იწყება.
2024 წლის 28 ნოემბრიდან - პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე - სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ოთხი დემონსტრანტი დააკავეს.
რადიო თავისუფლება აგრძელებს 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული დემონსტრანტების საქმეების შესწავლას. ამჯერად ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულების საქმეებზე შევაგროვეთ ინფორმაცია.
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ს თანამშრომლისთვის სროლის ბრალდებით 25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ქმრის დაკავების დღეს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს ნუცა ერემიანი.
„ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ გლდანის ციხიდან 21 წლის მათე დევიძისა და 20 წლის ლუკა ჯაბუას წერილები მიიღო. დაკავებულები ვრცელი ხელნაწერი ტექსტით პასუხობენ იმ ადამიანებს, რომლებიც სტუდენტებური მოძრაობის ორგანიზებით, გარკვეული პერიოდულობით ციხეში წერილებს უგზავნიან და მხარდაჭერას უცხადებენ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 9 ადამიანის დაკავების შესახებ გახდა მედიისთვის ცნობილი.
უჰაერობა, ორი ერთ სკამზე, ატირებული მშობლები, გაჯიუტებული მოსამართლე, ადვოკატების ბოიკოტი და თითქმის ცარიელ დარბაზში თათბირის გარეშე გამოტანილი გადაწყვეტილება - ამ სტატიაში გიყვებით პროცესზე, რომელსაც ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულებმა და მათმა ოჯახის წევრებმა წამება უწოდეს.
ამ რეპორტაჟში გიყვებით იმას, რაც რადიო თავისუფლებამ პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის პროცესის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზში და მის გარეთ, სასამართლოს დერეფნებსა თუ ეზოში მოისმინა, დაინახა და გადაიღო.
რადიო თავისუფლება აგრძელებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეების შესწავლას და ისტორიების შეგროვებას. შევისწავლეთ 44 საქმე. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
ათი კარგი ამბის შეგროვებას ვგეგმავდით, მაგრამ შვიდიც კი ძლივს გავიხსენეთ. მოხდა კი რამე კარგი? - მძიმე პოლიტიკური კრიზისებით სავსე ერთი წლიდან გამოვარჩიეთ ის მოვლენები, რომლებმაც ბევრი ერთნაირად გაახარა, გააღიმა და სიამაყით აავსო. ამბების დიდი ნაწილი სპორტულ და კულტურულ წარმატებებს უკავშირდება.
პირველი შემთხვევაა, როცა აქციების დროს გდდ-ს მაღალჩინოსანი უწყებას პროტესტის გამო ტოვებს და შემდეგ ამაზე ხმამაღლა საუბრობს, ამიტომ მოჰყვა დიდი ინტერესი ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუს, რომელიც მასთან ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჩაწერა.
რადიო თავისუფლებამ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეებისა და ისტორიების შეგროვება დაიწყო.
ჩამოტვირთე მეტი