„ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა შევძლოთ [საფრთხის] წინასწარ აღკვეთა“, - განაცხადა ევროკავშირის თავდაცვის კომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში ჩატარებულ ბრიფინგზე.
ევროკომისიის გეგმაში ნათქვამია, რომ რუსეთი და ბელარუსი წარმოადგენენ „ყველაზე დიდ საფრთხეს“, და ამის დასტურად უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების განმეორებითი დარღვევები მოჰყავს.
„ეს "ევროპული დრონების კედელი" უნდა დაეფუძნოს უკრაინის გამოცდილებიდან მიღებულ გაკვეთილებს: საკვანძო ღირებულებებს ინოვაციური დრონების ეკოსისტემების შესაქმნელად და ანტი-დრონების სისტემებთან გასამკლავებლად; უნდა მოხდეს თავდაცვის კვლევისა და განვითარების დაკავშირება წარმოებასთან; მასშტაბურად მზარდ წარმოებასა და უწყვეტ ტექნოლოგიურ განვითარებაზე დაყრდნობა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ეს წინადადებები, რომლებიც მომავალი კვირას შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებს დასამტკიცებლად წარედგინებათ, ევროპის მოწყვლადობის შესახებ ინტენსიური დისკუსიების ფონზე გაჩნდა. ეს დისკუსიები სექტემბრის დასაწყისში პოლონეთში 21 რუსული დრონის შეჭრის შემდეგ გამწვავდა.
ამას მოჰყვა რუმინეთის თავზე რუსული დრონების გამოჩენა და რუსული სამხედრო თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა. ნატომ საპასუხოდ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებელი ინიციატივა „აღმოსავლეთის გუშაგი“ წამოიწყო.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილ შაკალიენემ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რუსული შემოჭრები „ძალიან დაგვეხმარა“ გადაუდებელი აუცილებლობის განწყობის შექმნაშიო.
„როდესაც ნატოს სულ უფრო მეტი მოკავშირე ხედავს, თუ რამდენად საშიშია რუსეთი, რამდენად არაპროგნოზირებადი ხდება სიტუაცია ჩვენს ცაში, ეს აჩქარებს პროცესებს - როგორც ჩვენი თავდაცვის დაფინანსებას, ასევე უკრაინისადმი მხარდაჭერას“, - თქვა მან.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსული შეჭრები ევროპისთვის „გამოფხიზლების ზარი“ იყო.
„ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ უკრაინული მხარისგან და მადლობელი ვიქნებით, თუ შეგვეძლება თავდაცვის ინდუსტრიაში უკრაინისგან შესყიდვების განხორციელება, რადგან მათ საოცრად სწრაფად გაზარდეს წარმოება“, - თქვა მან.
ევროკავშირის დრონების ინიციატივა მხოლოდ ერთი ნაწილია წინადადებებისა, რომელსაც ეწოდება „მშვიდობის შენარჩუნება - თავდაცვის მზადყოფნის საგზაო რუკა 2030“. ის ასევე მოიცავს გეგმებს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ უკრაინის რეგულარული დაფინანსებისთვის, ნაბიჯებს ერთობლივი თავდაცვის შესყიდვების წინ წაწევისთვის და „სამხედრო მობილობის პაკეტს“, რათა ევროპის მასშტაბით ჯარებისა და აღჭურვილობის უფრო სწრაფი განლაგება გახდეს შესაძლებელი, მოქმედი სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
„ევროპაში მათ საკმარის რაოდენობას არ ვაწარმოებთ და ამიტომ გვჭირდება ამ შესაძლებლობების წარმოების განვითარება, და რა თქმა უნდა, ამ დროისთვის გავაგრძელებთ მათ შეძენას ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორებისგან“, - დასძინა მან.
დოკუმენტი ხაზს უსვამს ნატოს საკვანძო როლს ევროპის თავდაცვაში, მაგრამ ასევე აღნიშნულია, რომ ევროპამ მომდევნო წლებში დამოუკიდებელი შესაძლებლობები უნდა განავითაროს.
კუბილიუსის თქმით, საგზაო რუკა მოიცავს გეგმებს შორ მანძილზე
„2030 წლისთვის ევროპას სჭირდება საკმარისად ძლიერი ევროპული თავდაცვის პოზიცია, რათა დამაჯერებლად შეაკავოს თავისი მოწინააღმდეგეები“, - ნათქვამია მასში. - „2030 წლისთვის მზადყოფნისთვის ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს“.
თუმცა ზოგის აზრით, ეს ვადები კიდევ უფრო შემჭიდროვდეს. 13 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარტინ იეგერმა, ბერლინში საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა: „ჩვენ დღეს უკვე ცეცხლის ქვეშ ვართ“.
„არ უნდა დავმშვიდდეთ და ვივარაუდოთ, რომ შესაძლო რუსული თავდასხმა 2029 წლამდე არ მოხდება“, - თქვა იეგერმა. - „საუკეთესო შემთხვევაში, ევროპაში ყინულოვანი მშვიდობაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს მცხუნვარე დაპირისპირებაში“.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხედ დარჩება მაშინაც კი, თუ უკრაინაში მშვიდობა დადგება.
„საფრთხე მაშინაც კი არ გაქრება, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება. ნათელია, რომ ჩვენ უნდა გავამკაცროთ ჩვენი თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ“, - თქვა მან.
ფორუმი