Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი - 834-ე გამოშვება


რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტის, ნინო თარხნიშვილისა და ეკა ქევანიშვილის, მწერლისა და პოეტის წიგნების პრეზენტაციაა „მეათე სტუდიის“ ამ გამოშვების პირველი სიუჟეტი. მიგიწვევთ, აგრეთვე, გამოფენაზე, რომელზეც იხილავთ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი ქალების მიერ პატიმრობაში შექმნილ ხელნაკეთ ნივთებსა და მათი ცხოვრების ამსახველ დოკუმენტური მასალას . „საქართველოს ადვოკატთა სკოლის“ წარმოადგენლების პრაღაში სტუმრობაზეა საუბარი შემდეგ რეპორტაჟში, რომელსაც მოჰყვება სიუჟეტი ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" რედაქციის ინიციატივის შესახებ, საჯარო დებატები გამართოს. „მეათე სტუდიას“ დაასრულებს სპორტის თემა: საჭადრაკო ომები არა მარტო დაფასთან: მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ყალმუხეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG