Რადიო თავისუფლება ციფრული პლატფორმების მედიის მენეჯერის პოზიციაზე ეძებს ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების ინოვაციური თხრობით დაინტერესებულ პროფესიონალს. მენეჯერმა უნდა შექმნას ან/და მოამზადოს და განათავსოს მედიაპროდუქტები რადიო თავისუფლების პლატფორმებზე - სოციალურ მედიასა და ვებსაიტზე. მის მოვალეობებში ასევე შედის პლატფორმების ანალიტიკური მონაცემების მიმდინარე ანალიზი და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სარედაქციო გუნდთან ერთად განვითარების სტრატეგიაზე ზრუნვა.
ციფრული პლატფორმების მენეჯერის მოვალეობებია:
- ფეისბუკის, ინსტაგრამის, იუტუბის, ტიკტოკისა და რადიო თავისუფლების სხვა სოციალური ქსელების მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფით;
 - ციფრულ გუნდთან ერთად მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და განხილვა;
 - ანალიტიკური პლატფორმების გამოყენებით ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და მათი გაცნობა/განხილვა სარედაქციო გუნდთან;
 - სარედაქციო განხილვებსა და პროდუქტების დაგეგმვაში მონაწილეობა;
 - სოციალური მედიისთვის მასალების შექმნა და ადაპტირება;
 - Ახალ მედიაპროდუქტებზე დაკვირვება და რედაქციისთვის შეთავაზება;
 - სოციალური მედიის მთავარ რედაქტორთან ერთად სტრატეგიის განსაზღვრა და აღსრულებაზე ზრუნვა;
 - ინტერნეტში მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვება და სარედაქციო გუნდთან გაზიარება;
 - აუდიტორიის ქცევების შესწავლა, მასთან კომუნიკაცია და ჩართულობის ზრდაზე ზრუნვა.
 
მოთხოვნები
სამუშაო გამოცდილება:
- სოციალური მედიის გვერდის მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
 - მედიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
 
უნარ-ჩვევები:
- სოციალურ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
 - ანალიტიკურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
 - სოციალური მედიისთვის მასალების შექმნისა და ადაპტირების გამოცდილება;
 - ფოტოშოპისა და ილუსტრატორის საბაზისო დონეზე ცოდნა;
 - ვიდეოს სამონტაჟო პლატფორმების ბაზისური ცოდნა;
 - გამართულად წერის უნარი;
 - გუნდური მუშაობის უნარი;
 
ენის ცოდნა:
ქართული და ინგლისური ენები სავალდებულოა.
განათლება:
ბაკალავრის დიპლომი კომუნიკაციებში, ჟურნალისტიკაში ან სხვა მომიჯნავე პროფესიაში.
თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, აღნიშვნით [subject] „ვაკანსია ციფრული პლატფორმების მენეჯერის პოზიციაზე“, გამოგვიგზავნეთ მისამართზე: digital@rferl.org