Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო


რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი ოდესაში, „პრივოზის“ სახელით ცნობილ ბაზარში. 2025 წლის 24 ივლისი
რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი ოდესაში, „პრივოზის“ სახელით ცნობილ ბაზარში. 2025 წლის 24 ივლისი

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 24 ივლისს, შუაღამის შემდეგ დაწყებული შეტევის შედეგად ოდესის სხვადასხვა რაიონში ხანძრები გაჩნდა, დაზიანებულია სახლები და სავაჭრო ობიექტები.

ოდესის ცენტრში დაზიანებულია იუნესკოს ეგიდით დაცული არქიტექტურული ძეგლები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი გაჩნდა „პრივოზის“ სახელით ცნობილ ბაზარში, რომელსაც სამსახური „ოდესის გულს“ უწოდებს.

ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა ტელეგრამით გაავრცელა ქალაქის ცნობილი ბულვარის ფოტოები, რომლებიც რუსული დრონებით დღევანდელი შეტევის შემდეგაა გადაღებული.

განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილის რვა საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ოდესაში სამი ადამიანი დაშავდა. ნაწილობრივ დანგრეულია 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მისი ერთი სადარბაზოს ოთხი სართულის მობინადრეები საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. ბაზრის, „პრივოზის“ ტერიტორიაზე ორსართულიან შენობასა და სავაჭრო პავილიონებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG