08:32 მაია მწარიაშვილი ასრულებს სიტყვას:
„რატომ ვესაუბრე თავიდან მზია ამაღლობელის საქმიანობაზე. მზია ამაღლობელი არ არის მხოლოდ ფიზიკური პირი და არც მისი გაკეთებული საქმეები. მე მინდოდა დაგენახათ, რომ მზია ამაღლობელი არის მოქალაქე, რომელიც დისკომფორტულია ხელისუფლებისთვის...
მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად, როგორ არ არსრულებს ბრალდება ფუნქციას და როგორ ცდილობს მსხვერპლი მოძალადეთ წარმოადგინოს და მოძალადე მსხვერპლად.
რა შეუძლია სასამართლოს?! - დარწმუნებული ვარ, ყველა მოსამართლემ იცის თავისი როლი და ადგილი. არის საქმეები, რომლებიც დღეს სხვანაირად ჩანს და ხვალ სხვანაირად გამოჩნდება... არის საქმეები, რომელზეც 20 წელი გავიდა და თაობები საუბრობენ. ეს არის საქმე, რაზეც თაობები ისაუბრებენ.
მინდა დავასრულო ჩემი სიტყვა: მზია ამაღლობელის სილა არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაული. ერთსაც გვატყუებს და მეორესაც. არ მინდა სასამართლომ რომელიმე გაიზიაროს“
მაია მწარიაშვილის სიტყვას დამსწრეები ომახიანი ტაშის დაკვრით შეხვდნენ. მოსამართლემ ხმადაბლა ჩაილაპარაკა, „შეწყვიტეთ“.
20:30 - მაია მწარიაშვილი აჯამებს სათქმელს: „სამართალი, რომელიც იტყვის, რომ მზიას გატყმული ხელი არის პოლიციელზე თავდასხმა, ეს არ არის სამართალი...“
20:26 მაია მწარიაშვილი: „რატომ არის ეს საქმე დაცვის მხარისთვის რთული. ამდენი საათი ვამტკიცებ, რომ 2x2 არ არის 7... მე რომ მქონდეს სამტკიდებელი, რომ 2X2 ოთხია ეს იქნებოდა, მარტივი... სასამართლოს წინაშე მარტივად არის საქმე, არის ეს გადაცდომა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) თუ არის დანაშაული...“
19:47 - დარბაზში შემოიყვანეს მზია ამაღლობელი. ეს ნიშნავს, რომ სხდომა მალე განახლდება.
ფორუმი