14:10 - „მზიას ოთახი „ბათუმელების“ ოფისში მეოთხე სართულზეა. როგორც მისი კოლეგები მეუბნებიან, მის ოთახში დენი არასდროს ქრებოდა. ის სულ დაუღალავად მუშაობდა ქვეყნის მომავლისთვის“... - თქვა მწარიაშვილმა და მოსამართლესა და პროკურორებს მზია ამაღლობელის განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი გადასცა.
14:00 - მაია მწარიაშილმა დაიწყო იმ (არაჟურნალისტური) პროექტების ჩამოთვლა, რომელსაც მზია ამაღლობელი ახორციელებდა და საზოგადოების ჯგუფების გაძლიერებას ისახავდა მიზანს.
„ბათმელებისა და ნეგაზეთის ჟურნალისტებს მიღებული აქვთ არაერთი ჯილდო. რა თქმა უნდა, ამ პრიზის მიღებაში მზიას დიდი როლი აქვს“, - თქვა მაია მწარიაშვილმა და დაიწყო პრიზების ჩამოთვლა.
13:53 - მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის საქმიანობა უკავშირდება „ბათუმელებს“:
„ბათუმელები დამოუკიდებელ საქართველოზე ზუსტად 10 წლით უმცროსია, თუმცა ერთი დაბადების თარიღი აქვთ - 26 მაისი... ვფიქრობ, რომ პირველი ნომრის ამ დღეს გამოსვლა არ იყო შემთხვევითი... მუშაობა დაიწყეს ერთ პატარა ოთახში, ერთი კომპიუტერით და თავისუფალი საქართველოს რწმენით. მან მუშაობა დაიწყო 26 წლის ასაკში და 50 წლის გახდა საპატიმრობში“.
ფორუმი