14:31 - მაია მწარიაშვილი უკვე იწყებს ბრალდების მხარის მოწმეებზე საუბარს: „ნებისმიერი მოწმე, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, ბატონი დგებუაძის ესკორტში იყვნენ, როცა აქ ის იკითხებოდა“.
14:28 - „პრაქტიკულად ხელისუფლებამ განაჩენიც გამოიტანა... ჩემი კითხვა, ქალბატონო მოსამართლე, თქვენთან არის - როგორ დაგვარწმუნებთ, რომ თქვენ გაქვთ ის უნარი, რომ გაუძლოთ ამ ზეწოლას, რომ თქვენ შეგიძლიათ მათ უთხრათ, არაფერი ესაქმებათ განაჩენზე კომენტარების გაკეთება, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ეს არ არის მძიმე დანაშაული და მათ არავინ ეკითხება - შეგიძლიათ თქვენ მათ ასეთი რამ უთხრათ?! თუკი მოსმართლეს ამის მითითება არ შეუძლი, არ შეუძლია „დასვას“ თავის ადგილზე, წარმოიდგინეთ ჩემი როლი რა შეიძლება იყოს - რა ვუპასუხო პრემიერს. შეუძლია გაუმკლავდეს ამ ზეწოლას? სამწუხაროდ, არ მჯერა, რომ არც ამ სასამართლოს და არცერთ მოსამართლეს არ შეუძლია ამის თქმა“, - თქვა მაია მწარიაშვილმა.
14:12 - მაია მწარიაშვილი იწყებს მზია ამაღლობელის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრისა და ამავე პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებების კითხვას.
მას მონიშნული აქვს ყველა ის ციტატა, რომელშიც პოლიტიკოსები „მიზანმიმართულად“ საუბრობენ მზია ამაღლობელის დანაშაულზე.
ფორუმი