13:44 - დარბაზში შემოიყვანეს მზია ამაღლობელი. ამ დროს დამსწრეებმა დაიწყეს შეძახილები - „თავისუფლება მზიას“, „მზია, გვიყვარხარ“. მზია ამაღლობელმა მათ კოცნა გაუგზავნა.
13:45 - სხდომათა დარბაზში შემოვიდა მოსამართლე ნინო სახელაშვილი. მანდატურის თანამშრომლებმა სხდომაზე დამსწრეებს სთხოვეს ფეხზე ადგომით მის მიმართ პატივისცემა გამოეხატათ - „ელემენტარული პატივისცემაა“.
13:47 - ნინო სახელაშვილმა სხდომა გახსნა - მან თქვა, რომ დღეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვაა.
13:48 - ადვოკატებმა მოსამართლეს წინა სხდომიდან გაძევებული ზვიად ქორიძის სხდომათა დარბაზში შემოშვების უფლება სთხოვეს. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ფორუმი