13:49 - ტრიბუნასთან მიდის მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი. მას ვრცელი სიტყვა აქვს მომზადებული.
მზია ამაღლობელი კვლავ ფეხზე დგას - ის არც ამჯერად ჯდება ბრალდებულის სკამზე.
13:50 - „მე დღეს მინდა გესაუბროთ მზიაზე... მე აღმოვაჩინე ჩემი უცნაური როლი - ამ წუთას მე ვდგავარ როგორც მისი უფლებადამცველი, არადა უნდა ვიყო მხოლოდ ადვოკატი... ვინაიდან სისტემა აღმოჩნდა მისი მჩაგვრელი, აქ ვდგავარ, როგორც მისი ადვოკატი და მისი უფლებადამცველი... და რატომ გადავწყვიტე მზიაზე საუბარი“... - ამ სიტყვებით დაიწყო მაია მწარიაშვილმა თხრობა.
13:53 - მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის საქმიანობა უკავშირდება „ბათუმელებს“:
„ბათუმელები დამოუკიდებელ საქართველოზე ზუსტად 10 წლით უმცროსია, თუმცა ერთი დაბადების თარიღი აქვთ - 26 მაისი... ვფიქრობ, რომ პირველი ნომრის ამ დღეს გამოსვლა არ იყო შემთხვევითი... მუშაობა დაიწყეს ერთ პატარა ოთახში, ერთი კომპიუტერით და თავისუფალი საქართველოს რწმენით. მან მუშაობა დაიწყო 26 წლის ასაკში და 50 წლის გახდა საპატიმრობში“.
ფორუმი