Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა იმარდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა იმარდება

მზია ამაღლობელის სასამართლო - ლაივბლოგი (01/08/2025)

⚖️ ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმში ბოლო სასამართლო სხდომა იმართება. ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე

14:56 1.8.2025

14:50 მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები გადაკოპირებულია:

„ქალბატონო მოსამართლევ, რამდენ ადამიანს იცნობთ, რომელიც იყენებს სიტყვას „ტანცმული“ [ამ დროს დარბაზში გაისმა სიცლის ხმა]. მე ამ სიტყვის გამოთქმაზე რამდენიმე დღე ვივარჯიშე... არ შეიძლება ბრალდება ეყდრნობოდეს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს - დაადარეთ მათი ჩვენებები, სიტყვა-სიტყვით არის ერთმანეთსგან გადაკოპირებული... გამოძიება არ იყო მიუკერძოებელი“.

15:25 1.8.2025

15:15 მაია მწარიაშვილი აგრძელებს თხრობას, რომლითაც ბრალდების და გამომიძებლების არაკეთილსიდისიერებაზე უთითებს: „წარმოდგენილია ერთი მცირე, 44-წამიანი ვიდეო იმისთვის, რომ ტყუილისთვის დიდი სივრცე დარჩენილიყო“.

16:03 1.8.2025

15:49 მაია მწარიაშვილმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართა: „სასამართლომ ამ დარბაზში დაარღვია უდანაშაულობის პრეზუფმცია - მზია ამაღლობელი არ გვენახა ამ შუშებს მიღმა და საზოგადოებაში არ ყოფილიყო განცდა, რომ ის დამნაშავეა... მზია იქ რაღაცას დაწერდა, მერე სანამ მე გამაგებინებდა - ამ რეჟიმში მიდიდოდა კომუნიკაცია... მაშინ, როცა მზია დავკითხეთ მოწმის სტატუსით, არ ისურვა ამაღლობელი საზოგადოებას გისოსებიდან არ ეცქირა. ამას ყურადღებას აქცევს ევროპის ადამიანის უფლებათა საამართლო“

16:04 1.8.2025

ბოლო ერთი საათია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოიე ხალხით სავსეა. ამაღლობელის პროცესზე დამსწრეები ელიან, როდის მისცემემენ მათ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები დარბაზში შესვლის უფლებას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG