Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა იმარდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა იმარდება

მზია ამაღლობელის სასამართლო - ლაივბლოგი (01/08/2025)

⚖️ ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმში ბოლო სასამართლო სხდომა იმართება. ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე

16:04 1.8.2025

15:55 - ნინო სახელაშვილმა 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. მზია ამაღლობელი სხდომათა დაბაზიდან გაიყვანეს, დარბაზი დატოვა მოსამართლემაც.

16:29 1.8.2025
16:55 1.8.2025

16:30 - დასკვნითი სიტყვის ჩამოყალიბებას განაგრძობს ადვოატი მაია მწარიაშვილი. მისი თქმით, ბოლო ნაწილში ისაუბრებს შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე.

16:56 1.8.2025

16:32 მაია მწარიაშილი ამბობს, რომ მოწმეებმა სასამართლო სხდომებზე იცრუეს.

ბერდია ფერაძემ (აჭარის საგამოძებო სამსახურის უფროსი) როგორც გამოძების, ისე სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების დღეს ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებთან გავიდა დემონსტრანტების დასამშვიდებლად. „არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ბატონი დგებუაძე ძმები გაბაიძეების დაკავების შესახებ განმარტების გასაკეთებლად გავიდა... მან სასამართლო სხდომაზე სამჯერ მაინც თქვა, რომ „მე და ბჟალავამ დავაკავეთ ამაღლობელი... გვაქვს ვიდეოკადრი, რომელშიც ჩანს, რომ მოწმე ბჟალავა არცკი შესულა ჭიშკარში“

„მოწმე ბჟალავამ იცრუა, როდესაც სასამართლოში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამაღლობელი პოლიციელებს მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, ვერ მოხერხდა ამაღლობელის დაკავება...“

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG