Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზარდა რუსთაველზე დაკავებულთა რაოდენობა - დაკავებულებს შორის არის "ოცნების" დეპუტატის შვილი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20-მდე გაიზარდა რუსთაველზე დაკავებული იმ დემონსტრანტების რაოდენობა, რომლებიც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებდნენ. პარტია "დროას" თანახმად, დაკავებულია 22 ადამიანი, ადგილზე მყოფი აქტივისტების ცნობით კი დაკავებულთა რაოდენობა უკვე 24-ია.

შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტებს სთხოვს, "დაიწყნარონ ნერვები" და ტროტუარებზე აკავებს მოქალაქეებს. დაკავებულებს შორისაა ანა ჩრდილელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად "ქართული ოცნების" სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი. ჩრდილელი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2012 და 2016 წლების) დეპუტატია.

დაკავებულთა სია, "დროას" მონაცემებით, 17:50 საათისთვის ასეთია:

1. შუშანა მაცაბერიძე
2. თამარ ფერაძე
3. ბექა პაპაშვილი
4. თათია აფრიამაშვილი
5. ალბი კორძაია
6. თიკა პატარაია
7. დათა ქაშიაშვილი
8. დავით სეხნიაშვილი
9. ლუკა ჭოხონელიძე
10. ნენე გაბელაია
11. ლაშა დგებუაძე
12. ნიკა კორძაძე
13. ანა ჩრდილელი
14. მარიამ უძილაური
15. ნინო ნაჭყებია
16. მარიამ ცომაია
17. რუსუდან მაღრაძე
18. ანი ჭინჭარაული
19. დავით გუნაშვილი
20. ნუცა მაღრაძე
21. შალვა ბაღდოშვილი
22. თამარ გოგოლაძე

ფორუმი

XS
SM
MD
LG