პოლიციამ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ბურჭულაძე დააკავა. ის სპეციალური დანიშნულების ჯგუფმა კლინიკა „ჰელსიკორიდან“ გამოიყვანა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა, რომ პაატა ბურჭულაძის გარდა დააკავეს მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის ხუთი ორგანიზატორი: პაატა ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორში“ დააკავეს, ხოლო მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე პარლამენტთან. ასევე დაკავებულები არიან პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე
4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად განვითარებული მოვლენები
ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, არხის ცნობით, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრი პაატა ბურჭულაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია საუბრობენ. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არაა - მის ნამდვილობას არც „იმედი“ ამტკიცებს.
ჩანაწერის მიხედვით, ახალაია და ბურჭულაძე განიხილავენ 4 ოქტომბრის აქციის განვითარების სცენარს, საუბრობდნენ „თავ-პირის მტვრევის“, ასევე „სისხლის“ აუცილებლობასა და წარუმატებლობის საფასურზე.
ფორუმი