მიმდინარე კვირას უცხოეთის პრესაში საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ რამდენიმე საყურადღებო სტატია დაიბეჭდა.
18 მარტს ჟურნალმა „ფორინ პოლისიმ“ გამოაქვეყნა მირანდა ჰერინგის და მაიკლ სესირის სტატია, სახელწოდებით „რატომ დამარცხდა ფერადი რევოლუციები“. სტატიის ავტორები შეცდომად მიიჩნევენ მკვლევრებისა და დემოკრატიის ხელშემწყობი ორგანიზაციების მიერ დამკვიდრებულ პოზიციას, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და ყირგიზეთის „ფერად“ რევოლუციებს ერთგვარ მაგალითად წარმოსახავს „არაბული გაზაფხულით“ მოცული ქვეყნებისთვის. სტატიის ავტორები წერენ, რომ ამ რევოლუციებიდან არც ერთს არ წარმოუშვია კონსოლიდირებული დემოკრატია.
„რატომ დამარცხდნენ ისინი? ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ არ მომხდარა კანონის უზენაესობის დამკვიდრება. „ფერადი რევოლუციებით“ მოსული მთავრობები ძალიან ხშირად იქცეოდნენ ისე, თითქოს მაღლა იდგნენ ან პატივს არ სცემდნენ იმ დემოკრატიულ იურიდიულ სტანდარტებს, რომლებითაც თავიანთ წინამორბედებს განსჯიდნენ. მაგალითად, საქართველოში საშინელი მდგომარეობა იყო საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით; უკრაინა ძლიერად იყო მოცული ვენდეტის სტილის პოლიტიკით; ბაკიევი კი ყირგიზეთს ისე მართავდა, თითქოს ის მისი პირადი სამფლობელო ყოფილიყო“, - ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორების აზრით, სამი „ფერადი რევოლუციიდან“ ყველაზე მეტი პროგრესი საქართველოში მომხდარს მოჰყვა. ამასთან, „ფორინ პოლისის“ ავტორები თვლიან, რომ საქართველოს შანსი ხელიდან კვლავაც არ აქვს გაშვებული.
„ციხის სკანდალის და მაღალი დონის კორუფციის შესახებ მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოს კვლავ აქვს ნამდვილი შანსი გადაიქცეს კონსოლიდირებულ დემოკრატიად. დღევანდელი ვითარებით, უკრაინა და ყირგიზეთი ამ შანსს მოკლებულნი არიან“, - ვკითხულობთ წერილში.
ცოტა ქვემოთ მირანდა ჰერინგი და მაიკლ სესირი შენიშნავენ:
„საქართველოში 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მაგალითს წარმოადგენს, რაც იშვიათობაა ამ რეგიონისთვის. სააკაშვილის პარტიის ჩამოშორებით, ქართველმა ამომრჩეველმა ხელისუფლებაში მოიყვანა ექვსი პარტიისგან შემდგარი მოუხეშავი კოალიცია, რომელსაც სათავეში ყოფილი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილი უდგას. ახალი მთავრობა, როგორც ჯერჯერობით ჩანს, ჯერ კიდევ პოზიციების გამყარების პროცესშია. ასეთ ფონზე, ივანიშვილის მიერ საქართველოში კანონის უზენაესობის გამყარებაში შეტანილი მთავარი წვლილი შესაძლოა იუსტიციის მინისტრის პოსტისთვის მისი შერჩეული კანდიდატი - თეა წულუკიანი - აღმოჩნდეს“.
შემდეგ სტატიაში საუბარია იუსტიციის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე - მაგალითად, გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდისა და ელიტურ კორუფციასთან დაპირისპირების მცდელობებზე.
რაც შეეხება საერთაშორისო პოლიტიკას, ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში მოქცეული ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კვიპროსის ფინანსური კრიზისი. კვიპროსის მთავრობას 5.8 მილიარდი ევროს ამოღება ესაჭიროება საიმისოდ, რომ უცხოეთიდან 10 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მიიღოს და გაკოტრებას გადაურჩეს. ქვეყანამ უარი თქვა კრიზისის დაძლევის თავდაპირველ არაპოპულარულ გეგმაზე - საბანკო ანაბრების დაბეგვრაზე - და ამის ნაცვლად განაცხადა, რომ აწესებს „სოლიდარობის ფონდს“, რომელიც შემოწირულებებით, საპენსიო ფონდისა და ეკლესიის კაპიტალიდან შეივსება და თან ობლიგაციებსაც გამოუშვებს. პარალელურად, კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა. სწორედ რუსეთთან კავშირის შესახებ დაიბეჭდა წერილი ინგლისურენოვანი გამოცემის - „საიპრუს მეილის“ - 21 მარტის ნომერში.
„რუსეთის მთავრობას არ აქვს მორალური, იურიდიული ან პოლიტიკური ვალდებულება ახალი სესხი გამოგვიყოს, ან კრიზისში მყოფი ჩვენი ბანკები გადაარჩინოს. სრულიად გაუგებარია, რატომ აქვთ კვიპროსელებს ასეთი არარეალისტური მოლოდინები და რატომ ჰყვებიან ზღაპრებს იმის თაობაზე, რომ მხსნელად რუსეთი მოგვევლინება. რუსეთის ფედერაცია არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია - ის არის სახელმწიფო, რომელიც თავის ეროვნულ ინტერესებს მისდევს. და თუკი ვინმემ არ იცის, მისი ინტერესები არ არის კვიპროსის ინტერესების იდენტური. ძალიან უცნაურია, მაგრამ რუსეთის მიერ ჩვენთვის მილიარდების მოცემის შესახებ ფანტაზიები ადამიანების ტვინებში იმდენად ღრმადაა ჩამჯდარი, რომ სამშაბათ საღამოს პარლამენტის წინ გამართულ დემონსტრაციაზე ხალხი რუსეთის ფედერაციის დროშებს აფრიალებდა. დიდი დრო არ დასჭირდება ამ მცდარი იმედების დამსხვრევას“.
კიდევ ერთი თემა, რომლის ირგვლივაც ბევრი დაიწერა, აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიზიტი იყო ახლო აღმოსავლეთში. 21 მარტს „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მიეძღვნა ობამას მიერ ხუთშაბათს იერუსალიმში წარმოთქმულ სიტყვას. წერილის სათაურია „ობამა ახალგაზრდა ისრაელელებს მოუწოდებს გახდნენ სამშვიდობო ინიციატივის ლიდერები“. წერილში ვკითხულობთ:
„2 000-ზე მეტი პირისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას ბატონმა ობამამ ინტენსიური და უკომპრომისო სიტყვა წარმოთქვა იმის თაობაზე, თუ რატომაა სამშვიდობო შეთანხმება მორალურადაც სწორი რამ და თან ისრაელის ინტერესებთან თანხვედრაში მყოფიც. ობამას თქმით, ახალგაზრდა ისრაელელები თანაგრძნობით უნდა მოეკიდონ თავიანთი პალესტინელი მეზობლების მდგომარეობას, პალესტინელებისა, რომლებიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ. მისი თქმით, ახალგაზრდა ისრაელელებმა სამყაროს თავიანთი მეზობლების თვალებით უნდა შეხედონ“.