Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი გარდაიცვალა - რა ხდება ამის შემდეგ?


რომის პაპის გარდაცვალების შემდგომი რიტუალები აღნიშნავს ერთის პაპობის დასასრულსა და შემდეგის ეპოქის დასაწყისს. ამ ორ მოვლენას შორის არის გარდაცვლილი პაპის დაკრძალვისა და ახალი პაპის არჩევის პროცედურები. კერძოდ, რა რიტუალებს მოიცავს ეს გარდამავალი პერიოდი:

  • ვატიკანის კამერლენგო (კარდინალი კევინ ფარელი) ოფიციალურად ადასტურებს მის გარდაცვალებას, ლუქავს მის კერძო საცხოვრისს და ამზადებს დაკრძალვას.
  • კამერლენგო და მისი სამი თანაშემწე იღებენ გადაწყვეტილებას, როდის უნდა დაასვენონ პაპი წმინდა პეტრეს ტაძარში. ისინი აგრეთვე უზრუნველყოფენ, რომ პაპის „მეთევზის ბეჭედი“ და მისი მთავარი შტამპი გატყდეს ისე, რომ ისინი ვეღარავინ გამოიყენოს. ავტოფსია არ ტარდება.
  • სამგლოვიარო რიტუალი გრძელდება ცხრა დღის განმავლობაში, დაკრძალვის თარიღს კარდინალები განსაზღვრავენ. პანაშვიდები ჩვეულებრივ იმართება ხოლმე წმინდა პეტრეს მოედანზე, გარდაცვალებიდან 4-6 დღის განმავლობაში. ფრანცისკეს ნათქვამი აქვს, რომ, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ის არ დაკრძალონ წმინდა პეტრეს ტაძრის საძვალეში, არამედ რომის წმინდა მარიამის ტაძარში. მისი თხოვნა იყო აგრეთვე, რომ ის ჩაასვენონ უბრალო, ხის კუბოში.
  • გარდამავალ პერიოდში ყოველდღიურ საქმეებს კარდინალების კოლეგია უძღვება. მათ შეზღუდული ძალაუფლება აქვთ და წმინდა საყდრის მართვის დიდი ნაწილი დაპაუზებულია.
  • ახალი პაპის არჩევის კონკლავი დაიწყება ვატიკანის სიქსტის კაპელაში, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებიდან 15-20 დღეში. ზუსტ თარიღს კარდინალები ადგენენ.
  • ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 80 წლამდე ასაკის ყველა კარდინალს. ახალი პაპის ასარჩევად საჭიროა ხმების ორ მესამედს პლუს ერთი რაოდენობა. ამდენად, კენჭისყრას შეიძლება რამდენჯერმე ჩატარდეს და პროცესი დღეების განმავლობაში გაგრძელდეს. როცა კენჭისყრა დასრულდება, ახალ პაპს სთხოვენ თანხმობას და აგრეთვე მან უნდა თქვას - რა სახელით სურს პაპობა.
  • პაპის არჩევას მსოფლიო შეიტყობს მას შემდეგ, რაც ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენელი ქაღალდის ბიულეტენებს სპეციალური ნივთიერებების გამოყენებით დაწვავს და კაპელიდან თეთრი კვამლი ამოვა. სხვაგვარ ნივთიერებებს იყენებენ უშედეგო კენჭისყრის ნიშნად შავი კვამლის ასაშვებად.
  • კარდინალთა კოლეგიის დეკანი წმინდა პეტრეს ტაძრის მთავარ აივნიდან გამოაცხადებს - Habemus Papam (გვყავს პაპი). ამის შემდეგ ახალი პაპი გამოვა და მოედანზე შეკრებილ ხალხს დალოცავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG