ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, „სახალხო ერთიანობის დღის“ წინ, რომელიც 17 სექტემბერს აღინიშნება, ლუკაშენკამ მინსკში, „დამოუკიდებლობის სასახლეში“ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.
მათ წინაშე გამოსვლისას ლუკაშენკამ ილაპარაკა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის შემთხვევებზე. „ბელტას“ მოჰყავს ლუკაშენკას ციტატა: „ყველაფერი, რაც დღეს შეფრინდება პოლონეთში, ლიეტუვაში - ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს“.
ბელარუსის ავტორიტარი მმართველის განცხადებით, ამ ქვეყნების მსგავსად ბელარუსი არ იწყებს ხოლმე „ყმუილს“ ყოველ ჯერზე, როცა მის სივრცეში უკრაინის, ან რუსეთის მხრიდან უპილოტო აპარატები შედიან და ამაზე „შესაბამისი ხაზებით მშვიდად რეაგირებენ“.
ლუკაშენკას მტკიცებით, ბელარუსმა თავის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო პოლონეთისკენ მიმავალი დრონები ისე, რომ არც კი იცოდნენ, ვის ეკუთვნოდა ეს აპარატები. „ჩამოვაგდეთ და მორჩა“, - განაცხადა ბელარუსის მმართველმა.
ლუკაშენკამ დღეს ისიც თქვა, რომ ბელარუსი არავის დაპყრობას არ ცდილობს, რადგან არ შეუძლია და შესანიშნავად იცის, რომ მის გარშემო ძლიერი სახელმწიფოები არიან, მაგრამ შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ აგრესორს.
ასევე ნახეთ ბელარუსმა განაცხადა, რომ თავის საჰაერო სივრცეში შესული, „კურსდაკარგული“ დრონები ჩამოაგდეს ასევე ნახეთ ლიეტუვაში ეჭვობენ, რომ თავდაცვის სამინისტრომ დამალა ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა10 სექტემბერს პოლონეთისა და მისი ნატოელი მოკავშირეების სამხედროებმა ჩამოაგდეს უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი მასირებული შეტევის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში, მათ შორის ბელარუსის მხრიდან შეჭრილი დრონები.
მოსკოვში უარყვეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონები შეიჭრნენ, თუმცა ვარშავა დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთის მიზანმიმართული ქმედება იყო.
15 სექტემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განეიტრალებულია უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ვარშავაში, სამთავრობო დაწესებულებების თავზე იმყოფებოდა და დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე.
16 სექტემბერს პოლონეთის მედიასაშუალებებმა პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ დაკავებული არიან ბელარუსის მოქალაქე, 17 წლის გოგო და უკრაინის მოქალაქე, 21 წლის ბიჭი.
ასევე ნახეთ პოლონეთის თავზე რუსული დრონების გამოჩენის გამო ნატო იწყებს ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს" ასევე ნახეთ დაიწყო რუსეთ-ბელარუსის სტრატეგიული წვრთნები „დასავლეთი-2025”