რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
საქართველოს აქვს სამი აქტი, რომლებიც მის დამოუკიდებლობას აღიარებს: 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი, 1919 წლის 12 მარტის დამოუკიდებლობის დადასტურების აქტი და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. აქედან პირველი ორი ხშირად ერევათ ერთმანეთში.
23 მაისიდან თბილისში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს კარდაკარ ჩამოუვლის და შეამოწმებს, რამდენად კარგად უვლიან ისინი თავიანთ ძაღლებსა და კატებს. დარღვევების შემთხვევაში, ჯერ გაგაფრთხილებენ, შემდეგ დაგაჯარიმებენ.
დანახშირებული დახლები და გამწარებული მოვაჭრეები, რომლებმაც აღარ იციან, მერამდენედ დაიწყონ ცხოვრება თავიდან - ყოველ წელს ხან ერთ ბაზარს ეკიდება ცეცხლი, ხან მეორეს.
დირიჟორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი 5 მაისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
50 ათასი, 70 ათასი, 300 ათასი - „ბორჯომის ბაზრობის“ ხანძარმა მოვაჭრეები ათიათასობით ლარით აზარალა.
რუსეთის ციხეში დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტის ვიქტორია როშჩინას ცხედარი სამშობლოში ორგანოების გარეშე დააბრუნეს. ცხედარს წამების კვალი ეტყობა.
ზურაბ წერეთელი 26 აპრილს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სათუო ხდება.
ჩინურ ენაზე მსოფლიოში 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. დაემატება თუ არა მათ რიცხვს ახალგაზრდები საქართველოში?
2024 წლის 1 ოქტომბერს მეცნიერებმა პირველად ისტორიაში გენური ინჟინერიით აღადგინეს გადაშენებული ცხოველი - მრისხანე მგელი. პირველი ლეკვები უკვე ექვსი თვის არიან. ამ მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩნდება საშუალება, სხვა სახეობებიც აღადგინონ.
მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა ნოემბერში სპეცრაზმსა და პარლამენტის შენობას ფეიერვერკები დაუშინეს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვასა და გამოყენებაზე ახალი წესები შემოიღო. 1 აპრილიდან ახალი კანონის დარღვევაზე უკვე ჯარიმებიც ამოქმედდა.
დისიდენტების გამოსავლენად, გადასაბირებლად ან დასაბეზღებლად საბჭოთა რეჟიმი სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, მათ შორის, იბირებდა ოჯახის წევრებისაც.
რა სისტემა არსებობს საქართველოში იმისთვის, რომ ადამიანმა სახლში ბაზრიდან თუ მაღაზიიდან ხარისხიანი პროდუქტი მიიტანოს?
მარტვილელი 73 წლის მზისა გაბეშია ყოველდღე ქალაქის ცენტრში, მერიასა და საკრებულოს შორის ბანერებით დგას.
2024 წლის დემოგრაფიული მონაცემები ადრინდელზე შემაშფოთებელია.
როგორ დახარჯოთ ფული ყაირათიანად, როდესაც დიდი შემოსავალი არ გაქვთ და დაზოგვაზე გიწევთ ფიქრი. ასობით ჯგუფია სოციალურ მედიაში, სადაც ხალხი ერთმანეთს საკუთარ და სხვის გამოცდილებას უზიარებს.
რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში უამრავი მაგალითია, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. რადიო თავისუფლება ისტორიკოსებთან ერთად იხსენებს ექვს ისეთ შემთხვევას, რომლებსაც მსხვერპლი და ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა.
სასიკვდილო ჭყლეტა საღეჭი რეზინის გამო - ამ სახელწოდებით შევიდა ისტორიაში ამბავი, რომელიც საბჭოთა კავშირში 50 წლის წინ მოხდა.
დიდთოვლობის გამო ოზურგეთის რაიონ სოფელ შრომაში იმ შენობის სახურავი ჩაინგრა, რომელშიც სკოლა და ბაღი გვერდიგვერდაა განთავსებული. მშობლები შიშობენ, რომ ჯამში 90 ბავშვი არდადეგების დასრულების შემდეგ ისე დაუბრუნდება სწავლას, რომ სახურავი შეკეთებული ჯერ კიდევ არ იქნება.
ჩამოტვირთე მეტი