Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ენუქიძე Tesla-ს აქციებს აღარ ფლობს - დეკლარაცია


გოჩა ენუქიძე
გოჩა ენუქიძე

სადავო პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, გოჩა ენუქიძე ამერიკულ ელექტროავტომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-ს აქციებს აღარ ფლობს. ამის შესახებ ირკვევა მისი უახლესი დეკლარაციიდან, რომელიც 2025 წლის 30 ივნისით თარიღდება.

განახლებულ დეკლარაციაში პოლიტიკოსმა აღარ მიუთითა, რომ ფლობს Tesla-ს აქციებს. ამავე დოკუმენტში მან აღნიშნა, რომ გასულ, 2024 წელს 193 108 დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები (აქციები) გაყიდა, 242 780 დოლარის ღირებულების კი იყიდა.

დეკლარაციაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რომელ აქციებზეა საუბარი - რადიო თავისუფლება მასთან ამ საკითხზე ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ამონარიდი გოჩა ენუქიძის დეკლარაციიდან
ამონარიდი გოჩა ენუქიძის დეკლარაციიდან

მონაცემები დეკლარაციების მიხედვით:

  • 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში დეპუტატი წერდა, რომ „ტესლაში“ ფლობდა 557 150 დოლარის ღირებულების 2300 აქციას;
  • 2024 წელს შევსებული დეკლარაციაში კი ჩაწერა, რომ „ტესლაში“ ფლობდა 235 661 დოლარის ღირებულების 1020 აქციას;
  • 2025 წლის დეკლარაციაში „ტესლას“ აქციები მისი ქონების ჩამონათვალში ვეღარ მოხვდა.

ამერიკული ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების გაყიდვა დროში ემთხვევა სანქციების შესახებ საუბრის გააქტიურებას. სანქციების საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ არაერთი კანონი მიიღო სამოქალაქო სექტორისა და პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებული მედიაორგანიზაციების შესაზღუდად. გარდა ამისა, პოლიციამ ძალადობრივად დაშალა პროევროპული აქციები, რომელიც „ქართული ოცნების“ გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ იკრიბებოდა.

გასულ, 2024 წელს პოლიტიკოსის შემოსავლის მთავარი წყარო იყო ფიზიკური პირი, რომელმაც 2023 წელს გასესხებული 730 000 ლარიდან 465 000 ლარი დაუბრუნა.

ამონარიდი გოჩა ენუქიძის დეკლარაციიდან
ამონარიდი გოჩა ენუქიძის დეკლარაციიდან

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ამ დრომდე რჩება, სხვადასხვა დროს 41 238 ლარად შეძენილი, „ლიბერთი ბანკის“ ასი ათასობით აქცია.

ამონარიდი გოჩა ენუქიძის დეკლარაციიდან
ამონარიდი გოჩა ენუქიძის დეკლარაციიდან


ფორუმი

XS
SM
MD
LG