Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში დაიტბორა ქუჩები და სახლები


ბათუმი.
ბათუმი.

ძლიერი წვიმის მოსვლის შემდეგ ზაფხულში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საკურორტო ქალაქ ბათუმში დაიტბორა ქუჩები და სახლები - წყალი წყალარინების სისტემამ კვლავ ვერ გაატარა.

ბათუმის მერიას ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქისა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის შემდეგ გაავრცელა. მათი ცნობით, მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა.

„დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები... შეფერხებები დაფიქსირდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, ქალაქის ნაწილში შეწყვეტილი იყო ელექტრო ენერგიის მიწოდებაც, რაც მოგვიანებით ეტაპობრივად აღდგა - 12:00 საათის მონაცემებით, დარჩენილი იყო 70 აბონენტი.

გარდა ამისა, რამდენიმე დასახლებას შეუწყდა სასმელი წყალიც. მათ შორის არის: ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე, ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე.

მასალა განახლდა ბათუმის მერიის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG