რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში მშობლიურ ენაზე დისტანციურად განათლების მიღების მსურველთათვის, რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს კლასისა და აუდიტორიის მიღმა მოსმენილ ლექციას, შეიძლება თუ არა სხვადასხვა ვირტუალური საგანმანათლებლო რესურსი გახდეს რეპეტიტორების ალტერნატივა - ამ და ონლაინგანათლების, როგორც განათლების მიღების, თანამედროვე შესაძლებლობაზე რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ სანდრო დოლიძე, ინტერნეტპორტალ „ნებულას“ აღმასრულებელი დირექტორი, და სანდრო ასათიანი, „ჯეოლაბის“ ლექტორი. დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება.