ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
“ძალიან ჭკვიანი ბიჭი ჩანს! - უთქვამს ბავშვზე ახალდაბადებული ელდარის ბიძას 1933 წლის 26 იანვარს. - დააკვირდით, სულ იფურთხება. ეტყობა მიხვდა, რა ქვეყანაშიც დაიბადა”.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული ახალგაზრდებისთვის პირადად და „შვილის“ ეპიზოდის გადაღებისას არაერთხელ მიკითხავს, რატომ გადაწყვიტეს ცხოვრება იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს? ნუთუ არ გააჩნიათ ამის გამო უხერხულობის გრძნობა?
უილემ დეფოს, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ მსახიობს, 70 წელი შეუსრულდა. დეფოს ფოტოებს, კადრებს ფილმებიდან მსახიობის მონაწილეობით, ამ დღეებში აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნების მაყურებლები აზიარებენ.
ქვეყანაში, სადაც არსებობს კულტურა (თუნდაც საგანგებოდ მიღებული კანონებით დაცენზურებული) კალათბურთელ გიორგი ცინცაძის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა ღირსების პრემიით თავისი გუნდის დაჯილდოებაზე, ხელოვნება აუცილებლად გამოხმაურებოდა.
მას შემდეგ, რაც სოფია ლორენი დაგვინათესავდა, ერთი კითხვა არ მასვენებს - რას ელოდება „ნეტფლიქსი“? აქამდე რატომ არ დაინტერესდა „მამა სოფიას“ ბიოგრაფიით? კი, იტალიაში წლებია უკვე ასე იხსენებენ სოფია ლორენს - „მამა სოფია“.
27 ივლისს თბილისსა და ბათუმში, ღია ცის ქვეშ, ერთდროულად მოეწყო ქართველ დოკუმენტალისტთა პროექტის „სინდისის პატიმრების ამბების“ პრეზენტაცია.
კინოს მოყვარულებმა ამ კვირაში იოს სტელინგის ფილმებს უნდა უყურონ - დიდ ნიდერლანდელ რეჟისორს 80 წელი შეუსრულდა.
მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის ახლა უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ქრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში არ სჭირდებათ ღარიბი რუსი ტურისტები, გააქტიურდნენ ვლოგერები, რომლებიც ნაწყენი რუსების შემორიგებას ცდილობენ.
იტალიის კულტურის სამინისტრომ და კაზერტის სამეფო სასახლის ადმინისტრაციამ გამოაცხადეს, რომ აუქმებენ ვალერი გერგიევის კონცერტს, რომელიც სასახლის შიდა ეზოში 27 ივლისს უნდა გამართულიყო.
ირანელ კინორეჟისორებს ისეთი ბიოგრაფია აქვთ, მათ ცხოვრებაზე რომანები დაიწერება. ფაქტობრივად - ყველას. მაგრამ მოჰსენ მაჰმალბაფის ცხოვრება, ვფიქრობ, მაინც განსაკუთრებულია.
„შვილის“ ამ ეპიზოდის გადამღებ ჯგუფს ნინო ჭავჭავაძემ, 80-იანი წლების საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რომელსაც 2018 წელს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, ზურაბ ჭავჭავაძის ქალიშვილმა ყვარელში უმასპინძლა.
სოციალური ქსელები ისევ აჭრელდა შაჰის ეპოქის ირანის ფერად-ფერადი ფოტოებით - მოღიმარი, მოკლეკაბიანი გოგონებით და ჰალსტუხიანი ბიჭებით.
ქეთევან დოჩანაშვილმა საშუალო სკოლას, რომელიც 2008 წელს დაარსა, „საერთაშორისო ქართული სკოლა“ დაარქვა. „საერთაშორისო“ იმიტომ, რომ როგორც თავად ამბობს, სკოლის მიზანი მრავალმხრივად განვითარებული მოქალაქეების ჩამოყალიბებაა, რომლებიც ნებისმიერ გარემოში შეძლებენ საკუთარი თავის დამკვიდრებას
31 მაისს დიდ გერმანელ კინორეჟისორს, რაინერ ვერნერ ფასბინდერს, 80 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვალებამდე, 1982 წელს, 36 წლის ფანსბინდერს 44 ფილმი ჰქონდა გადაღებული.
კანის 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბოლო დღე, როდესაც გამარჯვებულების გამოცხადებამდე საკონკურსო პროგრამის ფილმებს იმეორებენ ხოლმე, აუცილებლად შევა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კინოდათვალიერების ისტორიაში.
ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვან სოლისტს, 23 წლის გიორგი ფოცხიშვილს ვახტანგ ჭაბუკიანს ადარებენ. ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელიც კლასიკურ ბალეტში ქართული ცეკვიდან მივიდა, მართლაც აგრძელებს ეროვნული ქორეოგრაფიის საუკეთესო ტრადიციებს.
კანის 78-ე კინოფესტივალზე ირანული კინოს ორი მარგალიტის, ჯაფარ ფანაჰის „უბრალო ავარიის“ და საიდ რუსთაის „ქალი და ბავშვის“ ჩვენების შემდეგ მნიშვნელოვნად გაფერმკრთალდა, მე ვიტყოდი, „გასაცოდავდა“ კიდეც ყველაფერი, რაც დასავლელმა კინემატოგრაფისტებმა წარმოადგინეს მსოფლიოს მთავარ კინოფორუმზე.
კანის 78-ე კინოფესტივალი ეკვატორს უახლოვდება, თუმცა შუალედური გამოკითხვების ლიდერი არ შეცვლილა - პირველ ადგილზე ისევ სერგეი ლოზნიცას ფილმი „ორი პროკურორია“.
ჩამოტვირთე მეტი