მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
30 ივნისის სასამართლო სხდომიდან და ყველა სხვა მომდევნო პროცესებიდანაც, ჟურნალისტების გადაღებული ვიდეო და ფოტოკადრები აღარ გამოქვეყნდება.
პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს, ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს - პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს - პოლიციელზე თავდასხმას - ედავება, რაც 4-დან 7-წლამდე პატიმრობით ისჯება.
თბილისში, ყაზბეგის და უნივერსიტეტის გზებს შორის ერთი პატარა ქუჩაა, რომელიც ირენა (ირინა) სხირტლაძის სახელს ატარებს - ეს “ირკაა”, ვარშავის 1944 წლის აჯანყების მონაწილე და იმავე დღეებში დაღუპული 16 წლის ქართველი გოგო
ისრაელში, საემიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებული ქართველები, რომელთა შორის, უმრავლესობა სამუშაოდ წასული ემიგრანტი ქალია და რომლებიც მაისის ბოლოდან სადეპორტაციო ციხეში იმყოფებიან, სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.
ისრაელში მყოფი ნინო ქოქოსაძის თელ-ავივ-თბილისის რეისი, ისრაელსა და ირანს შორის დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების გამო გაუქმებულია.
ყვირილი, კივილი, ლანძღვა-გინება, წყევლა, ჭეჭყვა, თრევა, ხელების გადაგრეხა და გაგდება სასამართლოს ფოიედან - ეს ხდება თითქმის ყოველდღე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პროევროპულ აქციებზე დაკავებულების პროცესები დასასრულისკენ მიდის.
ამ ვიდეოში გიყვებით, რა ხდება მსგავსი პროცესების დროს სასამართლოში და რა პირობებში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა. კითხვა კი ასე დავსვით - რატომ ტარდება დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო სხდომები პატარა დარბაზში, სადაც მხოლოდ ოცამდე ადამიანი ეტევა, დამსწრე კი გაცილებით მეტია?
„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც განაგრძობს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ყოფილი პოლიტიკოსებისა და სამხედროების გამოკითხვას, 27 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი დაიბარა.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გამომცემლობა „პალიტრა L” – მარო მაყაშვილის დღიურის ახალი, საიუბილეო გამოცემით ხვდება და როგორც გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაურიც ამბობს, დღიურის ხელახლა გამოცემით, მარო, უფრო მეტი ადამიანისთვის იქცევა ძვირფას სიმბოლოდ.
2024 წლის 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ 22 წლის ალექსი თირქიას წარბთან გაზის კაპსულა მოხვდა და რეანიმაციაში აღმოჩნდა. კადრები - როგორ მიჰყავთ სახედასისხლიანებული სასწრაფო დახმარების მანქანისკენ, ალექსი თირქიას მეხსიერებიდან წაშლილია.
“ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი” ქართველი ფემინისტი პოეტისა და მწერლის, საფო მგელაძის ყველაზე ღია და თამამი ტექსტი, პირველად, 1990-იანი წლების დასაწყისში ლიტერატურულ ჟურნალ “განთიადში” დაიბეჭდა. წიგნად კი, მხოლოდ ახლა გამოიცა და მკითხველი, ამ, სულ სხვა საფოს სწორედ ახლა გაიცნობს.
ქართულ სოციალურ ქსელებში ბოლო დროს ხშირად ქვეყნდება ხუმრობები, რომლებითაც „ქართული ოცნების“ მთავრობის ჩინოვნიკებისა და მათი მხარდამჭერების პროპაგანდისტულ მესიჯებს მასხრად იგდებენ და ქილიკ-ქილიკით ტყუილში ამხელენ.
რა მოხდება, თუ ერთ დღეს წიგნს, ფილმს, სპექტაკლს, ნახატს, სიმღერას - ყველაფერს, რაზეც ვიტყვით, რომ ის ჩვენს რელიგიურ თუ სხვაგვარ გრძნობებს შეურაცხყოფს - ავკრძალავთ, ხოლო მათი ავტორების კანონით დასჯას მოვითხოვთ? სადაც ასეთი რამ ხდება, იმ ქვეყნებს უკვე მართავენ ავტორიტარული ან დიქტატორული რეჟიმები.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. ნაციზმსა და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, რომელიც საქართველოში ოფიციალურად 9 მაისს აღინიშნება, ვეტერანები წელსაც „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ შეხვდნენ.
დადიანის ქუჩაზე ჩამონგრეული სამსართულიანი სახლის პერიმეტრი ისევ პოლიციის და სამაშველო სამსახურის ყვითელი და წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული.
29 აპრილს რუმინელი კომიკოსი ვიქტორ პატრაშკანი საქართველოში არ შემოუშვეს. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მისთვის უარის მიზეზები არ აუხსნიათ - მისთვის გადაცემულ დოკუმენტში მონიშნული იყო ზოგადი პუნქტი: „სხვა შემთხვევები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით“, რაც არავინ იცის რას ნიშნავს.
ჩამოტვირთე მეტი