Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია სოციალურად სამართლიანი ჯანდაცვის სისტემა


გიორგი გიგოლაშვილი და თენგიზ ვერულავა
გიორგი გიგოლაშვილი და თენგიზ ვერულავა

ხელისუფლება საყოველთაო ჯანდაცვისა და დაზღვევის სისტემის რეფორმირების მეორე ტალღას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დაწერილი პროგრამა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა, ხელისუფლების წარმომადგენელთა ზეპირი განცხადებებიდან ვიგებთ, რომ იგეგმება სისტემის გარდაქმნა „სოციალურად უფრო სამართლიანად“, რაც იმას გულისხობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვისა და დაზღვევის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ პირები, რომლებიც კერძო სადაზღვევო პოლისით სარგებლობენ. იმაზე, თუ რამდენად ეფექტურს გახდის სისტემას ამგვარი მიდგომა ფინანსური თვალსაზრისით, რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ გიორგი გიგოლაშვილი, საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, და თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი. მათთან საუბარს ნინო ხარაძე უძღვება.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG